დავით ჩიხელიძე: მელია, გვარამია, ხოშტარია, გირჩი ჯაფარიძე, ვაშაძე, ზურაბიშვილი არა ოპოზიცია, არამედ მეამბოხე, რევოლუციონერები არიან, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ქართულ საზოგადოებას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
416 04 დეკემბერი 2024, 19:17

გადაჭრით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში არა ერთიანი ოპოზიციური ორგანიზაცია, არამედ ერთიანი ტერორისტული ორგანიზაცია არსებობს, რომლის ლიდერები და იდეოლოგები ქვეყნის მტრები და მენტალური პრობლემების მქონე ადამიანები არიან - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე, რითაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ოფისში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას ეხმიანება.

ჩიხელიძის თქმით, ოპოზიციამ ბავშვებიც კი პოლიტიკაში ჩართო. შეაგულიანეს და შემდეგ მიატოვეს ახალგაზრდები, რომელთა მცირე ნაწილს სამწუხაროდ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რამდენიმე წლის გატარება მოუწევთ, ეს ყველაფერი ვითომ ოპოზიციურმა ძალებმა, რეალურად კი რევოლუციურმა სინდიკატმა მოახდინა.

“ბოლო დღეების განმავლობაში ქართულმა საზოგადოებამ პირდაპირ ეთერში ძალადობის არაერთი ფაქტი ნახა, რომლის შემოქმედი უმეტეს შემთხვევაში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იყვნენ, დღეს გადაჭრით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში არა ერთიანი ოპოზიციური ორგანიზაცია, არამედ ერთიანი ტერორისტული ორგანიზაცია არსებობს, რომლის ლიდერები და იდეოლოგები ქვეყნის მტრები და მენტალური პრობლემების მქონე ადამიანები არიან. მელია, გვარამია, ხოშტარია, გირჩი ჯაფარიძე, ვაშაძე, ზურაბიშვილი და ა.შ. არა ოპოზიცია არამედ მეამბოხე, რევოლუციონერები არიან, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ქართულ საზოგადოებას, სწორედ მათ ბნელ თავებში არის მოხარშული ის ძალადობრივი ქმედებები რომელიც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ხორციელდება, მათ ბავშვებიც კი პოლიტიკაში ჩართეს, უფრო მეტიც, მათი ინიციატივით ბავშვები დანაშაულებრივ სქემაში მონაწილეობდნენ, ოპოზიციამ შეაგულიანეს და შემდეგ მიატოვეს ახალგაზრდები, რომელთა მცირე ნაწილს სამწუხაროდ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რამდენიმე წლის გატარება მოუწევთ, ეს ყველაფერი ვითომ ოპოზიციურმა ძალებმა, რეალურად კი რევოლუციურმა სინდიკატმა მოახდინა”- წერს დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი