დავით ქართველიშვილი ავტოავარიის შედეგად ქალის გარდაცვალებაზე ოპოზიციის რეაქციაზე: მოკლევადიანი სიხარული ჰქონდათ პოლიტიკურ ნეკროფილებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
372 07 დეკემბერი 2024, 16:57

მოკლევადიანი სიხარული ჰქონდათ პოლიტიკურ ნეკროფილებს. არ მოუკლავს დედა აქციაზე "ნაცემი" შვილის კადრებს. რამეთუ არავის არავინ არ უცემია, - წერს "ხალხის ძალის" წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში.

იგი იხსენებს რადიკალური ოპოზიციის სხვა მცდელობასაც, შეექმნათ მსხვერპლი პირადი ტრაგედიებიდან. ასევე აღნიშნავს, რომ მოკლე დროში, ბევრი პოლიტიკური სარეველა აღმოცენდა.

„მოკლევადიანი სიხარული ჰქონდათ პოლიტიკურ ნეკროფილებს. არ მოუკლავს დედა აქციაზე „ნაცემი“ შვილის კადრებს. რამეთუ არავის არავინ არ უცემია. ზედოზირებით გარდაცვლილი იმ ოპერატორისა არ იყოს. როგორც ის ვერ გახდა რიტუალური მკვლელობის მსხვერპლი, არამედ საკუთარი დაუძლეველი სნეულების უბედური შედეგი - მასე ვერ გამოიყვანეს პირდაპირ თუ არა, "ირიბ" რიტუალურ მსხვერპლად ერთი რიგითი ქართული ოჯახის პირადი ტრაგედია.

ლეშიჭამიები და პოლიტიკური ნეკროფილები, შეკვეთილი მკვლელობების ორგანიზატორები და შემსრულებლები, პოლიტიკური პედოფილიის მიმდევრები, უნიჭიერესი ახალგაზრდა თაობების გენმოდიფიცირების მესვეურები, მოკლული შვილების საფლავზე უბედური მამის ამფეთქებლები - მონები, ლაქიები, მარიონეტები, არაქალები და არაკაცები. ამდენი პოლიტიკური სარეველა რა მოკლე დროში აღმოცენდა - ამაში ჩემს პირად პასუხისმგებლობასაც ვაღიარებ..." - წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი