თამარ ჩიბურდანიძე უცხო ქვეყნის ელჩებზე: ჟურნალისტების დაყოფა პოლიტიკური ნიშნით, არის ანტი-დიპლომატია. ელჩები რევოლუციის ბარიკადებთან დგანან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
345 10 დეკემბერი 2024, 11:13

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე უცხო ქვეყნის ელჩების ორმაგ სტანდარტს ეხმიანება. ექსპერტის თქმით, ტვ პირველის გადამღები ჯგუფის მოსანახულებლად კლინიკაში მისული ელჩების საქციელი დასაფასებელია, თუმცა სხვა კლინიკაში, სხვა ტელევიზიების გადამღები ჯგუფების მონახულება სამართლიანი და დიპლომატიური იქნებოდა.

თამარ ჩიბურდანიძე აღნიშნავს, რომ უკვე შეუნიღბავი თვალითაც კარგად ჩანს თუ ვინ არიან საქართველოში მიმდინარე პროცესების აქტორები ამიტომ, დიპლომატებიც დაუფარავად მოქმედებენ. ექსპერტის განმარტებით, უცხო ქვეყნის ელჩების მიზანი მხოლოდ ოპოზიციის მხარდაჭერაა და ამას აღარც მალავენ.

„საქართველოში მოქმედმა უცხო ქვეყნის ელჩებმა ინგოროყვას კლინიკაში ტვ პირველის ჟურნალისტი და ოპერატორი მოინახულეს.

ეს დასაფასებელია, მაგრამ იგივე ელჩებს სხვა კლინიკებში მყოფი სხვა ტელევიზიის ჟურნალისტ-ოპერატორიც რომ მოენახულებინათ, აი, ეს იქნებოდა სამართლიანი და დემოკრატიული, მითუმეტეს, დიპლომატიური.

რატომ ახდენენ ელჩები დაყოფას და პოლარიზაციას ქართულ საზოგადოებაში?
თუკი ოპოზიციური ტელევიზიის თანამშრომლებმა დაიმსახურეს დაფასება, რა დააშავეს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებმა? ან რატომ არ აკეთებენ განცხადებებს “იმედის” ჟურნალისტების ბულინგზე?

შეუნიღბავი თვალითაც აშკარად ჩანს დღეს, საქართველოში მიმდინარე მოვლენების ჩუმი აქტორები. მათი მიზანია მხოლოდ ოპოზიციის მხარდაჭერა და ხელშეწყობა, იქნებ როგორმე თავი მოაბან მაიდანს რუსთაველზე მაგრამ, შედეგი აგვიანებს.

დღევანდელ მსოფლიო პოლიტიკაში ისე გაშიშვლდა ყველა და ყველაფერი, რომ დიპლომატებიც კი ვეღარ ახერხებენ ფარულად პოლიტიკის გატარებას და ღია სცენაზე გამოვიდნენ. ჟურნალისტების დაყოფა პოლიტიკური ნიშნით არის ანტი-დიპლომატია. ელჩები რევოლუციის ბარიკადებთან დგანან“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი