ედიშერ გვენეტაძე: გუშინ ლიბერალ-ფაშისტებმა ქვეყნის მთავარ საახალწლო ნაძვის ხესთან იქ, სადაც ბავშვები უნდა მივიდნენ და იზეიმონ, დაწვეს იესო ქრისტეს გამოსახულებიანი კუბო. მაშასადამე დაწვეს ქრისტე ანუ სიყვარული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
327 10 დეკემბერი 2024, 11:56

გუშინ ლიბერალ-ფაშისტებმა ქვეყნის მთავარ საახალწლო ნაძვის ხესთან იქ, სადაც ბავშვები უნდა მივიდნენ და იზეიმონ დაწვეს იესო ქრისტეს გამოსახულებიანი კუბო. მაშასადამე დაწვეს ქრისტე ანუ სიყვარული, ურთიერთმიტევება, კეთილშობილება, მეგობრობა, „მამული, ენა, სარწმუნოება", - წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

გვენეტაძე იხსენებს, როგორ დაწვა ხელისუფლებაში მოსვლამდე რუსთაველის პროსპექტზე იგივე ლიბერასტულ-ფაშისტურ-ტროცკისტულმა ორგანიზაციამ „თავისუფლების ინსტიტუტმა" 2000 წელს ბოკერია-რამიშვილის ხელმძღვანელობით კუბო, რომელიც მოსამართლეთა ფიტულებით იყო სავსე, რასაც შემდეგ მალევე მოჰყვა ხელისუფლებაში სააკაშვილის მეთაურობით ნაცმოძრაობის მოსვლა და ქვეყანაში ცხრა წლიანი სისხლის მდინარეები-გლდანის ეკლესიის დარბევა, ფერიას მთაზე მშენებარე ეკლესიის დარბევა, ასობით ახალგაზრდის ქუჩებში ჩახოცვა, პატიმრების წამებით სიკვდილი.

„ლიბერალური-ფაშიზმი, ბოლშევიკური ტროცკიზმი დაძრწის საქართველოში და ეძებს თავის დასაყრდენს. ნახეთ რა ხდება! გუშინ ლიბერალ-ფაშისტებმა ქვეყნის მთავარ საახალწლო ნაძვის ხესთან იქ, სადაც ბავშვები უნდა მივიდნენ და იზეიმონ დაწვეს იესო ქრისტეს გამოსახულებიანი კუბო. მაშასადამე დაწვეს ქრისტე ანუ სიყვარული, ურთიერთმიტევება, კეთილშობილება, მეგობრობა, "მამული, ენა, სარწმუნოება" ... გააკეთეს ის ვისი იდეური შთამომავლები არიან (არ გამოვრიცხავ ფიზიკურიც) და რასაც სჩადიოდნენ ჯალა ად დინი(სიონის გუმბათზე ფეხისალაგი მოიწყო), თემურ-ლენგი( ქვათახევის მონასტერში ბერები ცოცხლად ამოწვა), შაჰ აბასი(დავით გარეჯში 6 ათასი ბერის ცოცხლად დაწვა) აღა მაჰმად ხანი(თბილისის აოხრება და ეკლესია-მონასტრების გადაწვა), ბოლშევიკი-ტროცკისტები(ეკლესია-მონასტრების მასობრივი ნგრევა, სასულიერო მსახურების მასობრივი ხოცვა-ჟლეტა). ამიტომაც ადამიანებო დაფიქრდით. შეხედეთ რა უღმერთობასთან, რა საშინელებასთან, რა სატანიზმთან და საერთოდ რა უბედურებასთან გვაქვს საქმე. ისე ზოგიერთ გულმავიწყს შევახსენებ. გაიხსენეთ, როგორ დაწვა ხელისუფლებაში მოსვლამდე რუსთაველის პროსპექტზე იგივე ლიბერასტულ-ფაშისტურ-ტროცკისტულმა ორგანიზაცია "თავისუფლების ინსტიტუტმა" 2000 წელს ბოკერია-რამიშვილის ხელმძღვანელობით კუბო, რომელიც მოსამართლეთა ფიტულებით იყო სავსე. რასაც შემდეგ მალევე მოჰყვა ხელისუფლებაში სააკაშვილის მეთაურობით ნაცმოძრაობის მოსვლა და ქვეყანაში ცხრა წლიანი სისხლის მდინარეები-გლდანის ეკლესიის დარბევა, ფერიას მთაზე მშენებარე ეკლესიის დარბევა. ასობით ახალგაზრდის ქუჩებში ჩახოცვა, პატიმრების წამებით სიკვდილი... საქართველოს მოქალაქენო! იგივე საფრთხის და ბევრად უფრო მეტის წინაშე ვართ ამჟამადაც. ამიტომაც გამოფხიზლდით და წინ აღვუდგეთ ყველანი ერთად ამ უსაშინელეს ბოროტებას, თორემ თითოეული ჩვენთაგანის კარებთან უსწრაფესად ჩაიჩოქებს ომისა და სიკვდილის აქლემი. გამოფხიზლდით! P.S. სამწუხაროდ, როგორ სწრაფად ავიწყდებათ ადამიანებს ისტორიის აწ უკვე გავლილი გაკვეთილები. გამოფხიზლდით!“ - წერს ედიშერ გვენეტაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი