ირაკლი გოგავა: 5 დღის წინ უკვე ნათელი იყო, რომ სახელმწიფო გადატრიალება ჩავარდა, დარჩათ მხოლოდ ერთი ტექნოლოგია "საკრალური მსხვერპლი", რომელიც პროტესტანტებს ან ჟურნალისტებს შორის უნდა იყოს და შემდეგ ხელისუფლებას დაჰბრალდეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
413 10 დეკემბერი 2024, 16:53

5 დღის წინ უკვე ნათელი იყო, რომ სახელმწიფო გადატრიალება ჩავარდა. დარჩათ მხოლოდ ერთი ტექნოლოგია - "საკრალური მსხვერპლი". მსხვერპლი პროტესტანტებს ან ჟურნალისტებს შორის უნდა იყოს და შემდეგ ხელისუფლებას დაჰბრალდეს, - ამის შესახებ პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმიანება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ვითარების მაქსიმალურად დაძაბვის მიზნით, 2-3 ადამიანის დაგეგმილ მკვლელობასთან დაკავშირებით.

ის მოუწოდებს ყველას, გაავრცელონ აღნიშნული ინფორმაცია, ხოლო, აქციის მონაწილეებმა და ჟურნალისტებმა, მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ, ვინაიდან ვიდეოკამერები წინასწარ არის დაზიანებული დაგეგმილი მკვლელობის გამოძიების გართულების მიზნით.

"5 დღის წინ უკვე ნათელი იყო, რომ სახელმწიფო გადატრიალება ჩავარდა. დარჩათ მხოლოდ ერთი ტექნოლოგია - "საკრალური მსხვერპლი". მსხვერპლი პროტესტანტებს ან ჟურნალისტებს შორის უნდა იყოს და შემდეგ ხელისუფლებას დაჰბრალდეს. საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, "საკრალური მსხვერპლის" ტექნოლოგიის რეალიზება ამ კვირაში იგეგმება. საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის განცხადებიდან: "...დანაშაულის ორგანიზატორთა მიერ განიხილება, განსაკუთრებით მიმდინარე კვირის სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს, აგრეთვე, ნაწილობრივ პარასკევს სიტუაციის მაქსიმალურად დაძაბვა, რასაც უნდა მოჰყვეს 2-3 ადამიანის მსხვერპლი. აღნიშნული მსხვერპლშეწირვით შეეცდებიან საპროტესტო მუხტის გაზრდას, რადიკალური განწყობების წახალისებას, რაც მათი განზრახვით უნდა გადაიზარდოს უმართავ პროცესებში და შენიღბული გზით დაჰბრალდეს ხელისუფლებას", - განაცხადა გოგავამ.

მისი თქმით, აღნიშნული პროცესების განხორციელებას უზრუნველყოფენ ადგილობრივი აქტორები, უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების კოორდინაციით.

"არსებული გეგმა ვითარდება ე.წ. „ფერადი რევოლუციებისთვის“ დამახასიათებელი აპრობირებული სცენარებით, მათ შორის, სხვადასხვა რიტუალური სცენებითა და ეტაპობრივი დესტრუქციით, რომლის კულმინაციას წარმოადგენს მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობა, რაც მთლიანობაში ხელს შეუწყობს მოვლენათა ესკალაციას... გააფრთხილეთ თქვენი ახლობლები, ნაცნობი ჟურნალისტები, ვინც აქციებზე დადის, ამ კვირაში მოერიდონ იქ მისვლას. საქმე სერიოზულად არის, რადგან წინასწარ დააზიანეს ვიდეოკამერები, რომ დაგეგმილი მკვლელობის გამოძიება გაჭირდეს. საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის განცხადების სრული ტექსტი იხილეთ კომენტარებში. გაავრცელეთ ეს პოსტი, ბევრმა ნახოს, გაფრთხილდეს და თავი მოარიდოს რეალურ ხიფათს," - წერს ირაკლი გოგავა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი