მიხეილ სააკაშვილი: არაგულწრფელად გამოიყურება, როცა პარალელებს ავლებენ დღევანდელ მოვლენებსა და 7 ნოემბერს შორის, ეს ორი კრიზისი სრულიად საწინააღმდეგო მიზეზებმა წარმოშვა, მაშინ მე მოვნახე გამოსავალი, ესენი კი უფსკრულში გვჩეხავენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
480 11 დეკემბერი 2024, 21:18

ძალიან ზედაპირულად, არაგულწრფელად გამოიყურება, როცა პარალელებს ავლებენ დღევანდელ მოვლენებსა და 7 ნოემბერს შორის, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ეს ორი კრიზისი სრულიად საწინააღმდეგო მიზეზებმა წარმოშვა და მეორე იმიტომ, რომ მაშინ მე მოვნახე გამოსავალი და ესენი კი უფსკრულში გვჩეხავენ, - წერს სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილი. ის აღნიშნავს, რომ დღესაც, ამ სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი ახალი არჩევნების ჩატარებაა.

„2007 წლის ნოემბრის კრიზისის წარმოქმნაში ძირითად როლს თამაშობდა მოსკოვი და მისი მაშინდელი ფავორიტი პატარკაციშვილი. სამწუხაროდ დაშვებული შეცდომების შედეგად კრიზისი გაღრმავდა და იმისათვის რომ განგვემუხტა შიდა დაძაბულობა და არ დამეშვა საქართველოს სიმწრით მოპოვებული საერთაშორისო პოზიციების გაუარესება, მე მივიღე პოლიტიკური გადაწყვეტილება, შევიმცირე საპრეზიდენტო ვადა და გადავდექი. ამის შემდეგ ჩატარდა ახალი არჩევნები, უმკაცრესი საერთაშორისო მონიტორინგის ქვეშ, რომელშიც გაჭირვებით, მაგრამ მაინც გავიმარჯვე.

ძალიან ზედაპირულად, არაგულწრფელად გამოიყურება, როცა პარალელებს ავლებენ დღევანდელ მოვლენებსა და 7 ნოემბერს შორის, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ეს ორი კრიზისი სრულიად საწინააღმდეგო მიზეზებმა წარმოშვა და მეორე იმიტომ, რომ მაშინ მე მოვნახე გამოსავალი და ესენი კი უფსკრულში გვჩეხავენ.

ერთადერთი გამოსავალი ახლაც არის ახალი არჩევნების ჩატარება“, - წერს სააკაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი