ზურაბ ქადაგიძე გია ხუხაშვილზე: მოცურდა ეს ცუცურაკი - ქართველი პოლიტიკოსები იქ ჩადიან და ფედერალურ ბიუროსთან(FBI) თანამშრომლობენო... ბიჭო, ცენტრალური დაზვერვა, ან სახ-დეპარტამენტი მაინც გეთქვა, შე უკიდეგანოდ გაჟონილო!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
379 11 დეკემბერი 2024, 23:50
ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ოპოზიციის მხარდამჭერ ექსპერტს გია ხუხაშვილს არაკომპეტენტურობაში ამხელს. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, ამერიკული პოლიტიკის სამზარეულოში გათვითცნობიერებული ექსპერტი ერთმანეთში ურევს პოლიტიკურ და სამართლებრივ სტრუქტურებს. ზურაბ ქადაგიძე ვიდეოს აქვეყნებს, სადაც  ხუხაშვილი საუბრობს იმაზე, რომ ქართველი პოლიტიკოსები აშშ-ში შეხვედრებს ფედერალურ ბიუროში მართავენ. 

„ხუხამ, ოპოზიციის ბიულეტენივით გაჟონა...
ძალიან კმაყოფილი ხომ ალაპარაკეს, თითქოს რაიმე გაეგება და ზეპირად იცის, ბიძინა ივანიშვილის და მთავრობის შიდა სამზარეულო, დამაჯერებელი სახით ჰყვება თუ როგორ მძიმე დღეშია ხელისუფლება და სოლიდურობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატები ახსენა იმის დასტურად,  თუ როგორ იცის იქაური შიდა ამბებიც (ნუ ექსპერტია კაცი და კი უნდა იცოდეს). ამ დროს „დააერორა", გაჟონა ინტელექტმა, მოცურდა ეს ცუცურაკი - ქართველი პოლიტიკოსები იქ ჩადიან და ფედერალურ ბიუროსთან(FBI) თანამშრომლობენო, ფედერალურ ბიუროსთანო...
ბიჭო, ცენტრალური დაზვერვა, ან სახელმწიფო დეპარტამენტი მაინც გეთქვა, შე უკიდეგანოდ გაჟონილო!
ფედერალური ბიურო- FBI შტატების იუსტიციის ორგანოა და გენერალურ პროკურორს ექვემდებარება და რა შუაშია უცხო ქვეყნის თანამდებობის პირები და პოლიტიკოსები?!
არა რა, პიტალოა-მეთქი და თქვენ არ გჯერათ...
P.S.
წყაროს არ ვასახელებ - ხუხაშვილის გალახვას აპირებდნენ დაახლოებით 10 წლის წინ (მაგრად მიქარა ალბათ) და ამან უთხრა - ხელი არ დამარტყათ, "მოსადზე" ვმუშაობ და პრობლემები შეგექმნებაო.
ეს თვითმარქვია ქვეშაფსია ექსპერტი..." -  წერს ზურაბ ქადაგიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი