დავით ჩიხელიძე: კეზერაშვილმა სახელმწიფოსთვის მოპარული თანხით ბრილიანტები შეიძინა, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს, როცა ჩვენი ვაჟკაცი ბიჭების ცხედრები ცხინვალის მისადგომებთან ესვენა, ეს არაკაცი ბრილიანტებს ყიდულობდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
448 12 დეკემბერი 2024, 15:31
როგორც ირკვევა ბანდიტმა კეზერაშვილმა სახელმწიფოსთვის მოპარული თანხით დიდი ოდენობით ბრილიანტები შეიძინა, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს, რაც ნათლად აჩვენებს სახელმწიფოსა და ჯარისადმი მის დამოკიდებულებას,  -  ამის შესახებ ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს. 

მისი განცხადებით, ქვეყნის ღალატი და მტრობაა, როდესაც ომის დროს, სახელმწიფოსთვის მოპარული თანხით ბრილიანტებს ყიდულობ, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ჯარისკაცების ცხედრები ამ დროს ცხინვალის მისადგომებთან ასვენია. ჩიხელიძის შეფასებით, კეზერაშვილის ეს ქმედება კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობის" სახეა.


"ქვეყნის ღალატი და მტრობაა, როცა ომის მიმდინარეობის დროს, სახელმწიფოსთვის მოპარული თანხით ბრილიანტებს ყიდულობ და საკუთარ კომფორტს იქმნი. 
როგორც ირკვევა ბანდიტმა კეზერაშვილმა სახელმწიფოსთვის მოპარული თანხით დიდი ოდენობით ბრილიანტები შეიძინა, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს, რაც ნათლად აჩვენებს სახელმწიფოსა და ჯარისადმი მის დამოკიდებულებას.
მაშინ, როცა ჩვენი ვაჟკაცი ბიჭების ცხედრები ცხინვალის მისადგომებთან, მინდორზე ესვენა, ეს არაკაცი ბრილიანტებს ყიდულობდა, ეს არის კოლექტიური "ნაცმოძრაობის" და დღეს უკვე ოპოზიციის რეალური სახე, ქურდობა და ქვეყნის ღალატი. სხვა საქმე მათ არ გამოსდით." - წერს დავით ჩიხელიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი