დიმიტრი ხუნდაძე: „ნაცსექტა“ უნიათოა - მათ სიმართლე ყველგან წინ ეღობებათ და შედეგზე ვერ გადიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
412 17 დეკემბერი 2024, 16:35

პარლამენტის წევრი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე „ნაციონალური მოძრაობის“ მორიგ მარცხს სოციალურ ქსელში ეხმიანება. დეპუტატის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა მცდელობა უშედეგო იყო - კანდიდატის სტატუსის არ მონიჭებას, ხელისუფლების დასანქცირებას, ეუთო/ოდირის მიერ არჩევნების არაღიარებას, ქვეყნისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას ითხოვდნენ, თუმცა არაფერი გამოუვიდათ.

„მაიდანი" ვერ შედგა, რევოლუცია არ გამოდის, გარედან დახმარება არ ჰყოფნით, ფული არ ჭრის“, - წერს დეპუტატი და აღნიშნავს, რომ ახლა არჩევნებზე ბარიერგადალახულ ოპოზიციას პარლამენტში შესვლის გარდა არჩევანი არ აქვს, თუმცა ეს გზაც თავად მოიჭრეს.

„ნაცსექტა უნიათოა. მათ სიმართლე ყველგან წინ ეღობებათ და შედეგზე ვერ გადიან.
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საწინააღმდეგოდ "ზრუნავდნენ" და დღეს საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორისაა. ხელისუფლების დასანქცირებას სთხოვდნენ ევროკავშირს და ვერ მიაღწიეს საწადელს, არჩევნების არაღიარებას იხვეწებოდნენ და ეუთო/ოდირის წინასწარი დასკვნა საპირისპიროა. ახლა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების იმედი ჰქონდათ და აქაც "კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ". მათი პატრონებიც რიგრიგობით "პენსიაში" გადიან.
"მაიდანი" ვერ შედგა, რევოლუცია არ გამოდის, გარედან დახმარება არ ჰყოფნით, ფული არ ჭრის. ისღა დარჩათ, რომლებმაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს პარლამენტში შევიდნენ, მაგრამ აქაც "თავად მოჭრეს ის ტოტი, რომელზეც ისხდნენ". მათი უნიათობა პიკს აღწევს“, - წერს დიმიტრი ხუნდაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი