თამთა მეგრელიშვილი: პროფესორმა ჯეფრი საქსმა აღნიშნა, რომ კონკრეტული ძალების გაცხადებული მიზანი იყო რეგიონის დესტაბილიზაცია - უკვე წლებია ამ ძალების მხილების და დესტაბილიზაციის მოგერიების რეჟიმშია „ქართული ოცნება"
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
375 17 დეკემბერი 2024, 16:49

კოლუმბიის უნივერსიტეტის „მდგრადი განვითარების ცენტრის" დირექტორმა და პროფესორმა ჯეფრი საქსმა აღნიშნა, რომ კონკრეტული ძალების გაცხადებული მიზანი იყო რეგიონის დესტაბილიზაცია, თუმცა მისივე თქმით, მსურველებს ეს არ გამოუვათ. უკვე წლებია ამ ძალების მხილების რეჟიმშია „ხალხის ძალა" და დესტაბილიზაციის მოგერიების რეჟიმშია „ქართული ოცნება" - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, ქართველ ხალხთან მოსალოდნელ საფრთხეებზე და არსებულ რისკებზე საუბარი ღიად შედგა და ქართველი ხალხის მიერ მყარი ლეგიტიმაციით „ქართულ ოცნებას" და „ხალხის ძალას" მიეცა დავალება მხოლოდ ეროვნული ინტერესების დაცვით წარმართოს პოლიტიკური საქმიანობა.

მისივე თქმით, „ხალხის ძალაც" და „ქართული ოცნებაც" ამ პოლიტიკურ ნდობას ეროვნული მისიით გამოიყენებს. „საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე და ხელისუფლების შეცვლის მცდელობაზე კოლუმბიის უნივერსიტეტის „მდგრადი განვითარების ცენტრის" დირექტორმა და პროფესორმა ჯეფრი საქსმა ამერიკელ ჟურნალისტთან ტაკერ კარლსონთან გადაცემაში ისაუბრა. ჯეფრი საქსმა აღნიშნა, რომ კონკრეტული ძალების გაცხადებული მიზანი იყო რეგიონის დესტაბილიზაცია, თუმცა მისივე თქმით, მსურველებს ეს არ გამოუვათ. უკვე წლებია ამ ძალების მხილების რეჟიმშია „ხალხის ძალა" და დესტაბილიზაციის მოგერიების რეჟიმშია „ქართული ოცნება". ჩვენი მხრიდან, ქართველ ხალხთან მოსალოდნელ საფრთხეებზე და არსებულ რისკებზე საუბარი ღიად შედგა და ქართველი ხალხის მიერ მყარი ლეგიტიმაციით „ქართულ ოცნებას" და „ხალხის ძალას" მიეცა დავალება მხოლოდ ეროვნული ინტერესების დაცვით წარმართოს პოლიტიკური საქმიანობა. „ხალხის ძალაცა" და „ქართული ოცნებაც" ამ პოლიტიკურ ნდობას ეროვნული მისიით გამოიყენებს და ძალებს, რომლებიც ყოველგვარი პოლიტიკური კონიუნქტურისა და მორიდების გარეშე ღიად გვესხმიან თავს სათანადო პოლიტიკურ პასუხს გასცემს.“ - წერს თამთა მეგრელიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი