გია აბაშიძე: დიდი ბრიტანეთი შსს-ს მაღალჩინოსნებს ასანქცირებს, მაინც ფუჭია სუვერენულ საქართველოსთან ასეთი ბრძოლა, აგენტოკრატიის ბოლო „კუდის მოქნევას“ როგორმე გადაიტანს თავისუფალი საქართველოს საზოგადოება და არაფრით დაუშვებს „ნაცმაიდანს“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
410 19 დეკემბერი 2024, 21:00
ექსტრემისტების დაკავებაზე ვითომ ტემპერატურაზე წევს ეუთოს 17 წევრი ქვეყანა ე.წ. „შეშფოთებით“ და დიდი ბრიტანეთი შსს-ს მაღალჩინოსნებს ასანქცირებს, მაინც ფუჭია სუვერენულ საქართველოსთან ასეთი ბრძოლა, - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აცხადებს, ანტისახელმწიფოებრივი კლოუნადა მილევადია და აგენტოკრატიის ბოლო „კუდის მოქნევას“ ქართული საზოგადოება როგორმე გადაიტანს.

„ექსტრემისტების დაკავებაზე ვითომ ტემპერატურაზე წევს ეუთოს 17 წევრი ქვეყანა ე.წ. „შეშფოთებით“ და დიდი ბრიტანეთი შსს-ს მაღალჩინოსნებს ასანქცირებს, მაინც ფუჭია სუვერენულ საქართველოსთან ასეთი ბრძოლა. აგენტოკრატიის ბოლო „კუდის მოქნევას“ როგორმე გადაიტანს თავისუფალი საქართველოს საზოგადოება და არაფრით დაუშვებს „ნაცმაიდანს“. ანტისახელმწიფოებრივთა ბოროტი კლოუნადა მილევადია და ვერანაირი საგარეო „ჟანგბადის ბალონები“ უშველით ამ მანქურთებს.

ცნობისთვის, 17 ქვეყანა [აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, ნიდერლანდები, ბელგია, კანადა, დანია, ესტონეთი, ფინეთი, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი და შვედეთი] ერთობლივ განცხადებას ავრცელებს - გაოგნებულები ვართ, რომ „ქართული ოცნება“ აგრძელებს რეპრესიული ტაქტიკის გამოყენებას კრიტიკოსების გასაჩუმებლად - ეუთოს კონტექსტში ყველა მექანიზმს გამოვიკვლევთ. გაერთიანებული სამეფო სანქციებს უწესებს ქართველ თანამდებობის პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მედიისა და მომიტინგეების სასტიკ დარბევაში. სანქციები უწესდებათ: ვახტანგ გომელაურს, ალექსანდრე დარახველიძეს, ზვიად ხარაზიშვილს, სულხან თამაზაშვილსა და მილერი ლაგაზაურს“, - წერს აბაშიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი