გია აბაშიძე: გენერალი ვახტანგ გომელაური და მისი საამაყო თანამებრძოლები შსს-ში არანაირ დამუნათება-შანტაჟს არ ექვემდებარებიან, რადგან მათი ღირსება და პატრიოტიზმი უმაღლეს ნიშნულზეა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
356 19 დეკემბერი 2024, 22:40
გენერალი ვახტანგ გომელაური და მისი საამაყო თანამებრძოლები შსს-ში არანაირ დამუნათება-შანტაჟს არ ექვემდებარებიან, რადგან მათი ღირსება და პატრიოტიზმი უმაღლეს ნიშნულზეა,- წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე აშშ-ის მიერ შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურისა და მისი თანამშრომლების წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ტრაგიკომიკური და სამარცხვინოა დროებით დამსანქცირებელთა მხრიდან იმ უწყების ხელმძღვანელთა ვითომ დასჯა, რომელმაც არაერთი ზედადებითი შეფასება მიიღო საერთაშორისო აქტორებისგან, მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან.

„გენერალი ვახტანგ გომელაური და მისი საამაყო თანამებრძოლები შსს-ში არანაირ დამუნათება-შანტაჟს არ ექვემდებარებიან, რადგან მათი ღირსება და პატრიოტიზმი უმაღლეს ნიშნულზეა. ტრაგიკომიკური და სამარცხვინოა დროებით დამსანქცირებელთა მხრიდან იმ უწყების ხელმძღვანელთა ვითომ დასჯა, რომელმაც არაერთი ზედადებითი შეფასება მიიღო საერთაშორისო აქტორებისგან, მათ შორის აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტიდან. რადიკალური, ანტიქართული ოპოზიციის როგორმე „რეანიმაციის“ მიზნით ოფიცერ მამულიშვილთა ვითომ დამუნათებაც მიანიშნებს, თუ რა სავალალო დღეშია აგენტოკრატია რამდენიმე კვირაში გავლენების დაკარგვის მოლოდინში,“- წერს გია აბაშიძე
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი