ზაალ ანჯაფარიძე ვახტანგ გომელაურის ვიცე-პრემიერად დანიშვნაზე: დღეს აშშ-მ და ევროკავშირმა მყისიერად მიიღეს თავიანთ ქმედებაზე ის პასუხი, რასაც იმსახურებდნენ თავმოყვარე სახელმწიფოს მხრიდან, მათი ბოლოდროინდელი უღირსი ნაბიჯების გამო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
335 20 დეკემბერი 2024, 12:18

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის ვიცე-პრემიერად დანიშვნას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ აშშ-მ და ევროკავშირმა მიიღეს პასუხი, რასაც იმსახურებდნენ თავმოყვარე სახელმწიფოს მხრიდან, საქართველოს მიმართ მათი ბოლოდროინდელი უღირსი ნაბიჯების გამო.

მისივე თქმით, აშშ-ს და ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ოფიციალურ პირებზე, განსაკუთრებით შსს ხელმძღვანელებზე, სანქციების შემოღება, სხვა არაფერია თუ არა შურისძიება იმის გამო, რომ მათ არ დაუშვეს ჩვენი კონსტიტუციური წყობის დამხობა დასავლეთიდან დასპონსორებული და მხარდაჭერილი მათი აქაური აგენტურის მიერ.

„აშშ-ს და ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ოფიციალურ პირებზე, განსაკუთრებით შსს ხელმძღვანელებზე, სანქციების შემოღება, არის სხვა არაფერი თუ არა შურისძიება იმის გამო, რომ მათ არ დაუშვეს ჩვენი კონსტიტუციური წყობის დამხობა დასავლეთიდან სპონსირებული და მხარდაჭერილი მათი აქაური აგენტურის მიერ.

დღეს მათ მყისიერად მიიღეს თავიანთ ქმედებაზე ის პასუხი, რასაც იმსახურებდნენ თავმოყვარე სახელმწიფოს მხრიდან, მათი ბოლოდროინდელი უღირსი ნაბიჯების გამო ჩვენი ქვეყნის მიმართ.
ჩემი აზრით, ამ ყოველივეს შემდეგ აქტუალობა დაკარგა ლოზუნგმა „ღირსებით ევროპაში“ რადგანაც შეუძლებელია ღირსებით შეხვიდე იმ გაერთიანებაში, რომელმაც ნებაყოფლობით აჰყარა საკუთარ თავს ღირსება“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი