ნიკა გვარამია ალენ ბერსეს ვიზიტზე: შარლ მიშელი 2 არ იქნება. ტერორისტებთან მოლაპარაკება არ შეიძლება. არც მოსალაპარაკებელია რამე: მხოლოდ ახალი არჩევნები. ნათქვამია და აღარ უნდა გადაიხედოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
357 20 დეკემბერი 2024, 14:25

შარლ მიშელი 2 არ იქნება. ტერორისტებთან მოლაპარაკება არ შეიძლება. არც მოსალაპარაკებელია რამე: მხოლოდ ახალი არჩევნები. ნათქვამია და აღარ უნდა გადაიხედოს, - წერს „კოალლიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია. იგი ამგვარად ეხმიანება საქართველოში ევროპის საჭოს გენერალური მდივნის ვიზიტს.

„უკომენტაროდ ვდებ ალან ბერსეს ბრიფინგს (ევროსაბჭოს ხელმძღვანელის), განსაკუთრებით იმათთვის, ვისაც აღელვებდა, რატომ არ მივიდა შეხვედრაზე ჩვენი კოალიცია. ასევე ყველას მინდა შევახსენო: შარლ მიშელი 2 არ იქნება. ტერორისტებთან მოლაპარაკება არ შეიძლება. არც მოსალაპარაკებელია რამე: მხოლოდ ახალი არჩევნები. ნათქვამია და აღარ უნდა გადაიხედოს. ტყვეებით ვაჭრობა და რაღაც რეფორმებზე ლაპარაკი არალეგიტიმურ და ხალხის წამებაში მხილებულ კონსტიტუციური გადატრიალების მომწყობ ბანდასთან არ შეიძლება.

-მთავარი ამოცანა ვიზიტის არის მიმდინარე პოლიტიკური კრიზის გადაჭრაა და ეს მოხდება თუ დავიცავთ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და კანონის უზენაესობას.

- მივმართე სახელმწიფო უწყებებს რომ თავი შეეკავებინათ არაპროპორციული ძალების გამოყენებისგან. განეხორციელებინათ დამოუკიდებელი გამჭვირვალე გამოძიება რათა უზრუნველყოფილიყო ყველა პასუხისმგებელი პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება და გაეთავისუფლებინათ ყველა ადმინისტრაციული წესით დაკავებული. მივიღე გარკვეული დაპირებები ამასთან დაკავშირებით

- პოლარიზაცია ძირს უთხრის დემოკრატიას. როგორც ხელისუფლება ისე ოპოზიცია ვალდებულია გახსნას დიალოგი.
- გამოვხატე შეშფოთება იმ კანონმდებლობის შესახებ რომელიც აუარესებს სამოქალაქო საზოგადოებისა და ფიზიკური პირის უფლებებს. ეს კანონმდებლობა შეიცვალოს უნდა მოვიდეს შესაბამისობაში ევროპულ სტანდარტებთან. მთავრობამ გასცა დაპირება რომ შეცვლიდან უცხოური გავლენის შესახებ კანონის შინაარსს

- შევქმნით ერთობლივ სამუშაო ჯგუფს ქართველ მხარეებთან ერთად რომ უცხოური გავლენის შესახებ კანონი იყოს შეცვლილი

- დავბრუნდები სტრასბურგში და საქმის კურსში ჩავაყენებ ყველა წევრ სახელმწიფოს ვიზიტის შედეგებთან დაკავშირებით. მივაწვდი ინფორმაციას ადამიანია უფლებათა კომისარს რომელიც გეგმავს ვიზიტს საქართველოში", - წერს გვარამია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი