ოპოზიციას არათუ რევოლუციის მოხდენის, არამედ გეგმის თქმის რესურსი არ აქვს, დღეს რუსთაველზე გაკოტრებული პრეზიდენტი ვიხილეთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
398 22 დეკემბერი 2024, 23:34
ოპოზიციამ (სალომემ) აბუჩად აიგდო და მოატყუა ამომრჩეველი, ჯერ მოლოდინი გააჩინეს, ზურაბიშვილი სამოქმედო გეგმას გაგვაცნობსო, გამოვიდა რეზიდენტი და ბრძანა ჩემი გეგმა შემდეგია ვარ და ვიქნები! უკაცრავად? რას ნიშნავს ვარ და ვიქნები, ეს ხომ ამომრჩევლის დაცინვაა, ოპოზიციამ რეგიონებში ირბინა, ხარჯი გაწია, ხალხი ჩამოიყვანა,  მოლოდინი გაუჩინა და გრანდიოზული გეგმის ნაცვლად უბრალოდ გადააგდეს, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე.

მისივე თქმით, ოპოზიციას არათუ რევოლუციის მოხდენის, არამედ გეგმის თქმის რესურსი არ აქვს.

"ოპოზიციამ(სალომემ) აბუჩად აიგდო და მოატყუა ამომრჩეველი, ჯერ მოლოდინი გააჩინეს, ზურაბიშვილი სამოქმედო გეგმას გაგვაცნობსო, გამოვიდა რეზიდენტი და ბრძანა ჩემი გეგმა შემდეგია ვარ და ვიქნები! უკაცრავად? რას ნიშნავს ვარ და ვიქნები, ეს ხომ ამომრჩევლის დაცინვაა, ოპოზიციამ რეგიონებში ირბინა, ხარჯი გაწია, ხალხი ჩამოიყვანა,  მოლოდინი გაუჩინა და გრანდიოზული გეგმის ნაცვლად უბრალოდ გადააგდეს (ხალხის ორგანიზებული ჩამოყვანის შესახებ განცხადება საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა) 

ოპოზიციას არათუ რევოლუციის მოხდენის, არამედ გეგმის თქმის რესურსი არ აქვს, დღეს რუსთაველზე გაკოტრებული პრეზიდენტი ვიხილეთ, რომელიც მთელი დღის განმავლობაში უცნაური ქცევით  გამოირჩეოდა,  მარტო ის რად ღირს,  ორბელიანების სასახლის მიმდებარედ ტრიბუნაზე თავხედურად რომ ავიდა, შემდეგ კი  რუსთველზე ჰქონდა არაადეკვატური გამოსვლა... ფაქტია 29 რიცხვის მოახლოების პარალელურად, სალომე ზურაბიშვილის ფსიქიკური მდგომარეობა  კრიტიკულად უარესდება..." - წერს დავით ჩიხელიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი