დავით ქართველიშვილი: სალომე ზურაბიშვილის აფრიკულ „დეჟა-ვიუს“ მივყავართ 2010-2011 წლებში, კოტ-დ'ივუარში განვითარებულ მოვლენებამდე. რა გზას აირჩევს სალომე ზურაბიშვილი - სულ რაღაც 5 საკრალურ დღეში გახდება ცნობილი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
318 24 დეკემბერი 2024, 14:57

პარტია „ხალხის ძალის„ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს და 2010-11 წლებში კოტ-დ'ივუარში განვითარებულ მოვლენებს იხსენებს.

„მსგავსება იმდენად თვალსაჩინოა, რომ ღირს გავიხსენოთ დეტალები“, - წერს ექსპერტი სოციალურ ქსელში და აფრიკულ სახელმწიფოში განვითარებულ მოვლენებს იხსენებს. ექსპერტის განმარტებით, სალომე ზურაბიშვილის გეგმები კოტ-დ'ივუარის ყოფილი პრეზიდენტის ლორან გბაგბოს ქმედებებს ჰგავს. ექსპერტი იხსენებს, რომ გბაგბომ წაგებული არჩევნების შემდეგ უარი განაცხადა პრეზიდენტის სასახლის დატოვებაზე და თავი ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად გამოაცხადა, ჩამოაყალიბა საკუთარი მთავრობა და გააგრძელა ქვეყნის მართვა, რასაც შემდგომ სამოქალაქო დაპირისპირება და გბაგბოს დაკავება მოჰყვა.

დავით ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ 5 დღეში ცნობილი გახდება თუ რა გზას აირჩევს სალომე ზურაბიშვილი.

„გვიახლოვდება 29 დეკემბერი და სალომე ზურაბიშვილის აფრიკულ „დეჟა-ვიუს“ მივყავართ 2010-2011 წლებში, კოტ-დ'ივუარში განვითარებულ მოვლენებამდე. ზუსტად ამ აფრიკულ სახელმწიფოში, ექს-პრეზიდენტმა უარი თქვა გადადგომაზე და ახლად არჩეული პრეზიდენტის უფლებამოსილების ცნობაზე. გარდა ამისა, მან ჩამოაყალიბა ალტერნატიული „ტექნიკური“ მთავრობა და დანიშნა ახალი ვადამდელი არჩევნების თარიღი. მსგავსება იმდენად თვალსაჩინოა, რომ ღირს გავიხსენოთ დეტალები.
მაშ ასე, 2010 წელს, კოტ-დ'ივუარის მოსახლეობის უმეტესობამ პრეზიდენტად აირჩია ალასან უატარა, ხოლო ყოფილმა - ლორან გბაგბომ უარი თქვა გადადგომაზე, განაცხადა ფართომასშტაბიანი გაყალბების შესახებ, საკუთარი თავი გამოაცხადა ქვეყანაში ერთადერთ ლეგიტიმურ მმართველად და უარი თქვა პრეზიდენტის სასახლის დატოვებაზე.

უფრო მეტიც - გბაგბომ ჩამოაყალიბა საკუთარი „მთავრობა“ და გააგრძელა ქვეყნის მართვა სასახლიდან, რომელიც იყო გამაგრებული მისი მხარდამჭერებითა და შეიარაღებული პირებით. უატარამ, თავის მხრივ, ჩამოაყალიბა ახალი ლეგიტიმური მთავრობა, რომელიც დროებით განლაგებული იყო ქვეყნის დედაქალაქის, აბიჯანის ცენტრალურ სასტუმროში და იყო გაეროს მშვიდობისმყოფელთა დაცვის ქვეშ.
გბაგბომ ასევე გამოაცხადა ახალი „არჩევნების“ თარიღი და განაცხადა ხმის მიცემის წესების გადასინჯვის შესახებ. ამომრჩეველთა უმრავლესობამ და საერთაშორისო საზოგადოებამ უარყვეს მისი ქმედებები, აღიარეს მხოლოდ უატარა, როგორც კანონიერი ლიდერი. სიტუაციამ გამოიწვია შეიარაღებული კონფლიქტი, რომელიც გადაიზარდა ხანმოკლე სამოქალაქო შეტაკებაში. 2011 წლის აპრილში, უატარას მხარდამჭერმა ძალებმა საფრანგეთისა და გაეროს დახმარებით, შტურმით აიღეს პრეზიდენტის სასახლე.

გბაგბო დააკავეს, შემდეგ იგი ექსტრადირებული იყო ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში (ICC), სადაც მას ედებოდა ბრალად დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ. 2019 წელს გბაგბო გამართლდა, თუმცა საბოლოოდ დაკარგა პოლიტიკური გავლენა.

კონფლიქტი დასრულდა ალასან უატარას ძალაუფლების განმტკიცებით, ხოლო კოტ-დ'ივუარი თანდათან დაუბრუნდა პოლიტიკურ სტაბილურობას.

ეს შემთხვევა ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინოა იმ კუთხით, თუ როგორ შეიძლება ძალაუფლებისთვის ბრძოლამ გამოიწვიოს პარალელური მმართველობის სტრუქტურების შექმნა და საქმე მიიყვანოს შეიარაღებულ დაპირისპირებამდე. რა გზას აირჩევს სალომე ზურაბიშვილი - სულ რაღაც 5 საკრალურ დღეში გახდება ცნობილი..“- წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი