თამთა მეგრელიშვილი: IRI საქართველოში განულებული რეპუტაციით სარგებლობს, რაც მათმა რეალობასთან აბსოლუტურად აცდენილმა არაერთმა კვლევამ გამოიწვია. მათ მიერ დადებულ შედეგებს რთულია კვლევა უწოდო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
311 24 დეკემბერი 2024, 18:52

IRI საქართველოში განულებული რეპუტაციით სარგებლობს რაც მათმა რეალობასთან აბსოლუტურად აცდენილმა არაერთმა კვლევამ გამოიწვია. მათ მიერ დადებულ შედეგებს რთულია კვლევა უწოდო, რადგან ეს შედეგები მათი სურვილების დემონსტრირება უფრო იყო ვიდრე რეალობა, - წერს „ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი.

მისივე თქმით, არჩევნების შესახებ გაკეთებული დასკვნა რომელიც IRI-იმ გააკეთა სრულიად აცდენილია რეალობას და მას პოლიტიკური მიკერძოების ელფერი აქვს.

მეგრელიშვილი აღნიშნავს, რომ სწორედ ამიტომ სწორება უნდა გაკეთდეს ეუთო/ოდირის დასკვნაზე რომელიც ერთადერთი სადამკვირვებლო მისიაა, რომლის ავტორიტეტზე საუბარი მისდამი მაღალი ნდობიდან გამომდინარე შეიძლება.

„IRI საქართველოში განულებული რეპუტაციით სარგებლობს რაც მათმა რეალობასთან აბსოლუტურად აცდენილმა არაერთმა კვლევამ გამოიწვია. მათ მიერ დადებულ შედეგებს რთულია კვლევა უწოდო, რადგან ეს შედეგები მათი სურვილების დემონსტრირება უფრო იყო ვიდრე რეალობა.
არჩევნების შესახებ გაკეთებული დასკვნა რომელიც IRI იმ გააკეთა სრულიად აცდენილია რეალობას და მას პოლიტიკური მიკერძოების ელფერი აქვს.
სწორედ ამიტომ სწორება უნდა გაკეთდეს ეუთო /ოდირის დასკვნაზე რომელიც ერთადერთი სადამკვირვებლო მისიაა რომლის ავტორიტეტზე საუბარი მისდამი მაღალი ნდობიდან გამომდინარე შეიძლება.
სწორედ ამიტომ საქართველოს ხელისუფლებისთვის ეს არის სახელმძღვანელო დოკუმენტი როგორც ყველაზე სანდო შინაარსი რომელმაც ოპოზიციის და მათი პატრონების ნარატივი „არჩევნების გაყალბებასთან“ დაკავშირებით სრულად ჩამოშალა. საყურადღებოა რომ ეუთო/ოდირის დასკვნა ვერ უარყო ისეთმა მიკერძოებულმა გარე აქტორმა, როგორიცაა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა.
ის არის ოპოზიციის პოლიტიკური მედროშე რომელიც ოპოზიციის მიტინგებზე სიტყვით გამოდიოდა და მიზანმიმართულად ებრძოდა და დღესაც ებრძვის "ქართულ ოცნებას", თუმცა მასაც კი გაუჭირდა ეუთო/ოდირის დასკვნის იგნორირება და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, გაითვალისწინოს მათი რეკომენდაციები.
ეს ფაქტი ადასტურებს, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები ლეგიტიმურია და ამ ფონზე ყველა სხვა დასკვნა თუ შეფასება მათ შორის IRI - ის დოკუმენტი არჩევნების ირგვლივ უფასური და არასერიოზულია”, - წერს თამთა მეგრელიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი