მიშო ჯავახიშვილი: სიმღერით მრავალი გამარჯვება და სიხარული მოგვიტანია ჩვენი ქვეყნისთვის, არასდროს დაყოფა და სიძულვილი, არასდროს უკან დახევა და შიში - ეს საქმე ეროვნულია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
355 25 დეკემბერი 2024, 18:11
მთელი ცხოვრება, ქართული კულტურის - ხალხური შემოქმედების წიაღში ვიზრდებით მე, ჩემი ძმა და ჩემი მეგობრები. მთელი ცხოვრება ამ საქმის კორიფეების ხელმძღვანელობით გავიარეთ. სიმღერით მეგობრებთან ერთად მრავალი გამარჯვება და სიხარული მოგვიტანია ჩვენი ქვეყნისთვის. არასდროს დაყოფა და სიძულვილი, - წერს ანსამბლ „მართვეს“ სამხატვრო ხელმძღვანელი, მიშო ჯავახიშვილი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, მხოლოდ სწორ გზაზე დგომა, ეროვნულ კულტურაზე ფიქრი და მის პოპულარიზებაში მონაწილეობაა მთავარი და ამ გზაზე სწორი სვლით მიდის ანსამბლი „მართვე”, რასაც მისი ძლიერი, მყარი ისტორია ამტკიცებს. ჯავახიშვილის თქმით, ვინც ამ საქმეს სიმართლითა და თავმდაბლობით ემსახურება, მის გულში სიკეთე და სითბო ისადგურებს.

„ხალხურ სიმღერას ერთი უცნაური თვისება აქვს, თუ შენ გვერდით მდგომი კაცი არ გიყვარს, ისე ვერ იმღერებ!" - ანზორ ერქომაიშვილი. მთელი ცხოვრება, ქართული კულტურის - ხალხური შემოქმედების წიაღში ვიზრდებით მე, ჩემი ძმა და ჩემი მეგობრები. მთელი ცხოვრება ამ საქმის კორიფეების ხელმძღვანელობით გავიარეთ. სიმღერით მეგობრებთან ერთად მრავალი გამარჯვება და სიხარული მოგვიტანია ჩვენი ქვეყნისთვის. არასდროს დაყოფა და სიძულვილი… არასდროს ვინმეს ან რამის გამო უკან დახევა და შიში…. მხოლოდ სწორ გზაზე დგომა… ისევ და ისევ აღმატებულზე - ეროვნულ კულტურაზე ფიქრი და მის პოპულარიზებაში მონაწილეობაა ჩვენი ცხოვრების წესი. ამ გზაზე მუდამ სწორი სვლით მივდივარ ჩემს გვერდში მდგომებთან ერთად. დღეს, ამ სწორ გზას ანსამბლი “მართვე” და მისი ძლიერი, მყარი ისტორია ამტკიცებს.
მრავალ თაობა გამოვლილ დიდ ძალას და ეროვნულ საქმეს, ჩვენი დიდი პედაგოგების გაკვალულ ნათელ გზას, მუდამ სასარგებლო ნაყოფი გამოჰქონდა და ეს, ასე გაგრძელდება! ეს საქმე ეროვნულია, ნამდვილი ქართულია, რაც ჩვენს ქვეყანას აძლიერებს და ამტკიცებს, ამ სამჭედლოში გამოზრდილი ბიჭები და გოგონები, ერის სულიერი სიმტკიცეა, რაც ვერ წაიშლება. ვერც ვერავინ, კარნახითა და არაჯანსაღი მოსაზრებებით შეარყევს, ვერც შიდა თუ გარედან წამოსული რყევებით შეიტანს ბზარს. ეს გზა მტკიცეა და მყარი ნაბიჯებით გაგრძელდება ამ ქვეყანაში. სიმღერა ჩვენი სულიერი განძია. მუსიკა, გულში გავლილი, ამთელებს, სულსა და გულს სიკეთით მომართავს. ვინც ამ საქმეს სიმართლითა და თავმდაბლობით ემსახურება, მის გულში სიკეთე და სითბო ისადგურებს.

ყველაფერი გაივლის, ყველა თავის თავთან დარჩება მარტო… ამ ფიქრებში, გულითა და გონებით სიმშვიდეს და სიყვარულში გაძლიერებას გისურვებთ!

“ღმერთს შენთვის გონება და გული მოუცია, ავარჯიშე, მინამ სიცოცხლე შეგწევს. გონება გზას გაგინათლებს, გული – გაგითბობს... გონებაგანვითარებულ უზნეოს კარგი ხასიათის გონებაგანუვითარებელი სჯობია" - ილია მართალი“, - წერს მიშო ჯავახიშვილი
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი