ზურაბ ქადაგიძე რუსეთში ექსპორტ-იმპორტის განმახორციელებელ ქართულ ბიზნესზე: რა განსხვავებაა ხოშტარიასა და ე.წ. მეამბოხე ბიზნესმენებს შორის? არანაირი, ერთი ხელით ვითომ ყველაფერ რუსულს ებრძვიან და მეორით, კისრამდე არიან ჩაფლული რუბლებში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
294 26 დეკემბერი 2024, 19:28

ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე, გავრცელებულ ინფორმაციას, რომლითაც ცნობილი ხდება რუსეთის ბაზარზე პროდუქციის ექსპორტ-იმპორტის განმახორციელებელი იმ ქართული კომპანიების ჩამონათვალი, რომლებიც პარალელურად საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებენ, სოციალურ ქსელში აფასებს და მათ „80-იანი წლების სპეკულანტებს" უწოდებს.

ქადაგიძის თქმით, ე.წ. მეამბოხე ბიზნესსა და ელენე ხოშტარიას შორის განსხვავება არ არსებობს, ვინაიდან, ისინი ერთი მხრივ წარმოაჩენენ, თითქოს, ყველაფერ რუსულს ებრძვიან, მეორე მხრივ კი, „კისრამდე არიან ჩაფლული რუბლებში."

„80-იანი წლების „სპეკულანტები" არიან, არაფერი აქვთ საერთო, პატიოსან ბიზნესთან. ამათაც ისე არ ეცოდინებათ, საკუთარი პროდუქცია, როგორ მოხვდა რუსულ ბაზარზე, როგორც ჭყონიას. რუსულ ბაზარზე, რომ პროდუქცია შეიტანო, მინიმუმ ორი(განსაკუთრებული) აუცილებელი დოკუმენტია საჭირო : 1• წარმომავლობის დამადასტურებელი. 2 • ხარისხის დამადასტურებელი. ორივე დოკუმენტს ადგილზე, საწარმო გასცემს. ანუ - როგორც ჩვენებურმა ელტონ ჯონმა არ იცის, საიდან მოხვდა ქართული "კოკა-კოლა" რუსულ ბაზარზე, ისე არ იციან სხვა დანარჩენებმაც! რა განსხვავებაა ლяკა ხოშტარიასა და ე.წ. მეამბოხე ბიზნესმენებს შორის? არანაირი - ერთი ხელით ვითომ ყველაფერ რუსულს ებრძვიან და მეორით, კისრამდე არიან ჩაფლულები რუბლებში. მოკლედ, ვანო მერაბიშვილის თქმისა არ იყოს, ფულს სუნი არ უდისო, მაგრამ სინდისი, როცა გიყროლდება, იმას არაფერი შველის!" - წერს ზურაბ ქადაგიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი გალერის განცხადებაზე: ამგვარი ბრიყვული, დეჰუმანიზებაზე მიმართული ენის გამოყენება საქართველოს ლიდერებს კი არ ამცირებს, არამედ აზიანებს იმ ქვეყნის იმიჯს, რომელსაც ეს პოლიტიკოსი წარმოადგენს
დავით ქართველიშვილი: მიხაელ გალერი ევროპარლამენტის ტიპიური "ცოფიანი ქოფაკია", რომლის ყოველი ანტიქართული გამოხტომა იმის კარგი ინდიკატორია, რომ საქართველო სწორ პოლიტიკურ კურსს ატარებს
საინტერესოა ამ განცხადების ავტორს, გიული ალასანიას ფეხის ჩვარს, მაიკ გალერს იმ ემიგრანტმა აგენტმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფარულად საქართველოს მოქალაქეობა ხომ არ მიანიჭა, ასე უტიფრად რომ ერევა ჩვენი ქვეყნის საქმეებში
გია აბაშიძე: ქართველთმოძულე გერმანელი ევროპარლამენტარის მაიკლ გალერის უხამსი კომენტარები ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი კობახიძეზე, ევროპელი პოლიტიკანის თვალსაჩინოებაა - სულით ბინძური და ფულისტი
დავით ქართველიშვილი გრანტების კანონის შესახებ: საქმე ეხება არა განსხვავებული აზრის ჩახშობას ან ცენზურას, არამედ პოლიტიკური სუვერენიტეტის დაცვას
არქივი