გიორგი ცუცქირიძე რუსულ ბაზარზე ოპერირებად ქართულ კომპანიებზე: საეჭვოა, ამათ ევროკავშირში ინტეგრაციის დაჩქარების სურვილი ამოძრავებდეთ. სხვა შემთხვევაში, მათი გასაღების მთავარი ბაზარი დღესაც ევროპაში იქნებოდა და არა რუსეთში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
382 26 დეკემბერი 2024, 22:36

ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში იმ კომპანიების ჩამონათვალს ავრცელებს, რომლებიც გაფიცვაში მონაწილეობენ ხელისუფლებაზე ზეწოლის მოსახდენად, რომ დანიშნონ ახალი არჩევნები და ამავდროულად ბიზნეს ოპერაციების დიდ ნაწილს რუსეთში აწარმოებენ, პროდუქცია გააქვთ ექსპორტზე რუსეთში ან რუსეთიდან ახდენენ პროდუქციის და ნედლეულის იმპორტს.

როგორც ეკონომისტი აღნიშნავს, ძალზე საეჭვოა, მსგავს კომპანიებს ევროკავშირში ინტეგრაციის დაჩქარების სურვილი ამოძრავებდეთ, რადგან პირიქით, ევროსტანდარტებზე გადასვლა, სხვა ტიპის გამჭვირვალობას და მენეჯმენტს საჭიროებს, სხვა შემთხვევაში, მათი გასაღების მთავარი ბაზარი დღესაც ევროპაში იქნებოდა და არა რუსეთში.

„გაფიცვით ევროპაში ვერავის გააკვირვებ, გაფიცვები რეგულარულად ხდება ევროპაში, არაერთი მასშტაბური გაფიცვაც ყოფილა, როდესაც კომპანიების თანამშრომლები მონაწილეობენ შრომის უკეთესი ანაზღაურებისა და პირობებისთვის ბრძოლაში. როგორც წესი, გაფიცვებს მხარს უჭერენ პროფკავშირები და სხვადასხვა უფლებადამცველი ორგანიზაციები. ხშირია გამაფრთხილებელი ან რამდენიმე საათიანი გაფიცვები, მათ შორის ტრანსპორტის პროფკავშირების მონაწილეობით, ავია ფრენების და რკინიგზის პერიოდული გაჩერებით. მაგრამ როდესაც ბიზნესის ნაწილი აცხადებს გაფიცვას, რომლის მიზანიც არის წმინდა პოლიტიკური და რაც მთავარია დროში არ არის რეგლამენტირებული, ევროპული პრაქტიკა არ ცნობს. რადგან თუ ჩვენ ვსაუბრობთ, რომ გაფიცვის მთავარი მიზანი არის გაფიცვაში ბიზნესის მნიშვნელოვანი ნაწილის ჩართვა, რამაც უნდა მოახდინოს ზეწოლა ხელისუფლებაზე, აშკარად სცილდება ეკონომიკურს და არის წმინდა პოლიტიკური ხასიათის.

ბუნებრივია, ამ ტიპის უვადო გაფიცვა მისი გეოგრაფიის გაფართოებით, აისახება ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, მათ შორის საბიუჯეტო შემოსავლებზე და ლარის კურსზე, თუმცა ის პრობლემებს შეუქმნის არა იმდენად ხელისუფლებას, როგორც პროტესტის ორგანიზატორებს სურთ წარმოაჩინონ, არამედ მოსახლეობის არცთუ მცირე ნაწილს. პროტესტანტებსაც და იმათაც ვინც ამ პროტესტს არც ეთანხმება და არც უერთდება, რადგან ის ატარებს ულტიმატუმის ფორმას - ახალი არჩევნების დანიშვნას და მთავრობის გადადგომას.

აქედან გამომდინარე, მიმართულია რა სხვათა უფლებების ხელყოფისაკენ მას არანაირი შეხება არა აქვს არც ევროპულ პრაქტიკასთან და არც ევროპულ მომავალთან. მით უმეტეს, როცა ამ გაფიცვაში მონაწილეობენ ოპოზიციასთან თანაშეზრდილი ბიზნეს სუბიექტები, რომლებიც ბიზნეს ოპერაციების დიდ ნაწილს რუსეთში აწარმოებენ, თავიანთ პროდუქცია გააქვთ ექსპორტზე რუსეთში ან რუსეთიდან ახდენენ პროდუქციის და ნედლეულის იმპორტს.

ამ კომპანიების ჩამონათვალი, რომელიც სოცქსელებში ვრცელდება, სხვა რამეზეც მიუთითებს. ძალზე საეჭვოა, ამათ ევროკავშირში ინტეგრაციის დაჩქარების სურვილი ამოძრავებდეთ. პირიქით, ევროსტანდარტებზე გადასვლა, სხვა ტიპის გამჭვირვალობას და მენეჯმენტს საჭიროებს, სხვა შემთხვევაში, მათი გასაღების მთავარი ბაზარი დღესაც ევროპაში იქნებოდა და არა რუსეთში!“ - წერს გიორგი ცუცქირიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი