დავით ჩიხელიძე: აშშ-ს შეეძლო ივანიშვილი ე.წ. მაგნიტსკის სიაში შეეყვანა, მაგრამ ვერ გაბედეს, მისთვის სამუდამო სანქციები დაეწესებინათ, რაც თავის მხრივ აშშ-ის გადაწყვეტილების არასერიოზულობას უსვამს ხაზს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
395 28 დეკემბერი 2024, 00:37

ბაიდენის ადმინისტრაცია მაოხრებელ გზირად იქცა, მიუხედავად იმისა, რომ მძინარე ჯოს პოლიტიკური და არამხოლოდ პოლიტიკური დღეები დათვლილია, მისი ადმინისტრაცია ცდილობს, ტრამპს მაქსიმალურად დაზიანებული საგარეო პოლიტიკა დაახვედროს, - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისთვის აშშ-ის მიერ სანქციების დაწესებას.

მისივე თქმით, აშშ-მა ვერ გაბედა ივანიშვილის ადამიანის უფლებების დარღვევაში და კორუფციაში დადანაშაულება, ვერც ის გაბედეს, რომ მისთვის სამუდამო სანქციები დაეწესებინათ, რაც თავის მხრივ აშშ-ს გადაწყვეტილების არასერიოზულობას უსვამს ხაზს. მანვე აღნიშნა, რომ ივანიშვილის სანქცირების ერთადერთი მიზეზი საქართველოს და ქართველი ხალხის სიყვარული არის, მას საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა არ აპატიეს, არ აპატიეს მშვიდობა, რომელიც დღეს საქართველოში არის.

„აშშ-ის წარმომადგენლები საქართველოს ისტორიას, რომ იცნობდნენ ივანიშვილის სანქცირებას არ მოახდენდნენ, რადგან ქართველები სამშობლოს გამო არათუ ფულს, არამედ სიცოცხლეს თმობდნენ. ივანიშვილის სანქცირება, შინაარსისგან დაცლილი აქტია, რომელიც საზოგადოებაში გარკვეული აღქმების შექმნას ემსახურება, რადგან ჩვენს ევროკრეტინებს შინაარსში შესვლის გონებრივი რესურსი არ აქვთ...

აშშ-ს შეეძლო ივანიშვილი ე.წ. მაგნიტსკის სიაში შეეყვანა, მაგრამ ეს ვერ გაბედეს, (ცნობისთვის მაგნიტსკის სიაში შეყვანას, კონკრეტული კრიტერიუმები აქვს და მას აშშ ადამიანის უფლებების მნიშვნელოვან დამრღვევთა და კორუფციაში ჩართული პირების მიმართ იყენებს, მაგნიტსკის სიაში მოხვედრილი პირი, მთელი ცხოვრების განმავლობაში სანქცირებულია და მისთვის სანქციების მოხსნა არ ხდება) აშშ-მ ვერ გაბედა ივანიშვილის ადამიანის უფლებების დარღვევაში და კორუფციაში დადანაშაულება, ვერც ის გაბედეს , რომ მისთვის სამუდამო სანქციები დაეწესებინათ, რაც თავის მხრივ აშშ-ს გადაწყვეტილების არასერიოზულობას უსვამს ხაზს. ივანიშვილის სანქცირების ერთადერთი მიზეზი საქართველოს და ქართველი ხალხის სიყვარული არის, მას საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა არ აპატიეს, არ აპატიეს მშვიდობა, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაში არის!

ბაიდენის ადმინისტრაცია მაოხრებელ გზირად იქცა, მიუხედავად იმისა, რომ მძინარე ჯოს პოლიტიკური და არამხოლოდ პოლიტიკური დღეები დათვლილია, მისი ადმინისტრაცია ცდილობს, ტრამპს მაქსიმალურად დაზიანებული საგარეო პოლიტიკა დაახვედროს", - წერს დავით ჩიხელიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი