დავით ქართველიშვილი ზურაბ ჟვანიას ოჯახის წევრებზე: ესენი დღეს კიდევ ერთხელ რომ „კლავენ“ თავის ძმას და მეუღლეს მისი მკვლელების გვერდში დგომითა და ამ მკვლელობის გაპრავებით - დავიჯერო, ვერ ხვდებიან?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
331 28 დეკემბერი 2024, 13:52

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ოჯახის წევრების, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაში მონაწილეობის ფაქტს სოციალური ქსელით ეხმიანება.

მისივე თქმით, საპროტესტო აქციაზე მისვლით ჟვანიას ოჯახის წევრები მას კიდევ ერთხელ კლავენ.

„ყოველგვარი პათეტიკის გარეშე ვიძახი - ისე მინდა ვიცხოვრო ჩემი დარჩენილი "წუთისოფელი", თავისი გარდაუვალი „დაცემებით“ და „ფეხზე წამოდგომებით“, თავისი ცოდვებით და მათი ჩადენის მიმართ გულწრფელი სინანულით, რომ ზეციურ საქართველოში ბაჩოს სულიერ მზერას ჩემი სულიერი მზერა გავუსწორო.
ესენი დღეს ერთხელ კიდევ რომ „კლავენ“ თავის ძმას და მეუღლეს მისი მკვლელების გვერდში დგომითა და ამ მკვლელობის გაპრავებით - დავიჯერო, ვერ ხვდებიან? ესეც ხომ ლატენტურ სატანიზმთან გაიგივებული გამომწვევად ტოტალური ურწმუნოების განსახიერებაა? ამ საქციელთან შედარებით, რამდენად ზნეობრივად გეჩვენება ზეცაში ძმებს შორის ის იმპროვიზებული დიალოგი:
კაენი: - მაპატიე, ძმაო აბელ? ხომ მაპატიე?
აბელი: - პატიებით დიდი ხანია გაპატიე, ძმაო კაენ. აი, დავიწყებით ვერანაირად ვერ ვივიწყებ...“, - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი