შალვა ნათელაშვილი: მას შემდეგ, რაც ხაზარაძემ, „ნაცმოძრაობამ“ და გახარიამ გაგვახარეს პარტიული დაფინანსების მიღებით, რაც არალეგიტიმური პარლამენტის აღიარების ტოლფასია, ამჯერად ხაზარვიზიამ გახსნა პოლემიკა, თუ რომელია ლეგიტიმური პრეზიდენტი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
346 04 იანვარი 2025, 10:43

მას შემდეგ, რაც ხაზარაძემ, აგრეთვე „ნაცმოძრაობამ“ და გახარიამ გაგვახარეს პარტიული დაფინანსების მიღებით, რაც არალეგიტიმური პარლამენტის აღიარების ტოლფასია, ამჯერად ბანკირს დაქვემდებარებულმა „ტვ პირველმა“ ანუ ხაზარვიზიამ, გახსნა პოლემიკა, თუ რომელია ლეგიტიმური პრეზიდენტი, - წერს „ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, სოციალურ ქსელში.

ნათელაშვილი აღნიშნავს, რომ ორი დღის წინ, „ტვ პირველი“ მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმურობას აღიარებდა. ის მიიჩნევს, რომ ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები ახლა პარლამენტის კაფეტერიაში ისხდებოდნენ, გარეთ რომ ხალხი არ იდგეს.

„მას შემდეგ რაც ხაზარაძემ, აგრეთვე „ნაცმოძრაობამ“ და გახარიამ გაგვახარეს პარტიული დაფინანსების მიღებით, რაც არალეგიტიმური პარლამენტის აღიარების ტოლფასია, ამჯერად ბანკირს დაქვემდებარებულმა „ტვ პირველმა“ ანუ ხაზარვიზიამ, გახსნა პოლემიკა, თუ რომელია ლეგიტიმური პრეზიდენტი. არა და ორი დღის წინ ერთმნიშვნელოვნად ზურაბიშვილს ცნობდნენ პრეზიდენტად მხოლოდ. როგორც ჩანს, ზოგიერთებმა გაიხსენეს შარლ მიშელი ორი და გაუდგნენ გზასა. ისე, ხალხი რომ არ იდგეს გარეთ და „ლეიბორისტებს“ რომ არ ჩაგვეყარა დასანქცირების საძირკველი, ესენი ახლა, მინიმუმ პარლამენტის კაფეტერიაში იჯდებოდნენ“, - წერს შალვა ნათელაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი