ირაკლი კობახიძე: საზოგადოების ჯანსაღმა უმრავლესობამ წარმატებით დაიცვა შობის დღესასწაული ფსევდოლიბერალების თავდასხმისგან და საბოლოოდ, ისინი აიძულა, დღესასწაული თავადაც ეღიარებინათ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
252 07 იანვარი 2025, 15:46

შარშან, შობა დღეს, როდესაც ფსევდოლიბერალები 7 იანვარს მართლმადიდებლური წესით აღნიშნულ შობის დღესასწაულს დაესხნენ თავს, მე მათ ვუსურვე, ჭეშმარიტებას ზიარებოდნენ. მიხარია, რომ ჩემი ნატვრა, მართალია, ნაწილობრივ, მაგრამ მაინც ახდა, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ფეისბუქზე.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ფსევდოლიბერალებს 7 იანვარს შობის აღნიშვნის წინააღმდეგ წელს სიტყვა არ დასცდენიათ და დღესასწაულისთვის, შარშანდელისგან განსხვავებით, არც „რუსული შობა“ უწოდებიათ.

„შარშან, შობა დღეს, როდესაც ფსევდოლიბერალები 7 იანვარს მართლმადიდებლური წესით აღნიშნულ შობის დღესასწაულს დაესხნენ თავს, მე მათ ვუსურვე, ჭეშმარიტებას ზიარებოდნენ. მიხარია, რომ ჩემი ნატვრა, მართალია, ნაწილობრივ, მაგრამ მაინც ახდა.

ფსევდოლიბერალებს 7 იანვარს შობის აღნიშვნის წინააღმდეგ წელს სიტყვაც არ დასცდენიათ და დღესასწაულისთვის, შარშანდელისგან განსხვავებით, არც „რუსული შობა“ უწოდებიათ. მეტიც, 7 იანვარს მათ, ჭეშმარიტი მართლმადიდებლების მსგავსად, შობა რუსთაველის გამზირზე საჯაროდ გალობითაც კი აღნიშნეს”, - წერს პრემიერი.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ლიბერალური ფაშიზმის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, საზოგადოება ყველგან და ყველაფერში გახლეჩილი იყოს და მას არაფერი აერთიანებდეს.

„ლიბერალური ფაშიზმის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, საზოგადოება ყველგან და ყველაფერში გახლეჩილი იყოს და მას არაფერი აერთიანებდეს. არ უნდა გვაერთიანებდეს არც მწუხარება და არც სიხარული, არც 8 აგვისტო და არც 7 იანვარი. ზუსტად ამ მიზნით ავალებდნენ გასულ წლებში ლიბერალებს, 7 იანვარს შობის აღნიშვნა კოორდინირებულად დაეგმოთ და დღესასწაულისთვის „რუსული შობა“ ეწოდებინათ. ბუნებრივია, დღესასწაულზე თავდასხმა მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმასაც ნიშნავდა და შესაბამისად, ეს ყველაფერი ეკლესიის იმიჯის დაზიანებასაც ისახავდა თანმდევ მიზნად.

თუმცა, წელს ფსევდოლიბერალებს განსხვავებული დავალება ჩამოუვიდათ, რადგან პოლიტიკურმა დღის წესრიგმა, ფსევდოლიბერალებისკენ ფართო საზოგადოების გულის მოსაბრუნებლად, მათი მოჩვენებითი „მოქცევა“ მოითხოვა.

მიუხედავად იმისა, რომ ფსევდოლიბერალების ეს ყალბი ფერისცვალება მთლიანად პოლიტიკური ინტერესებით იყო ნაკარნახევი და ამდენად, სრულიად ყალბი და მოჩვენებითია, ის მაინც საზოგადოების ჯანსაღი უმრავლესობის გამარჯვებად უნდა შეფასდეს. საზოგადოების ჯანსაღმა უმრავლესობამ წარმატებით დაიცვა შობის დღესასწაული ფსევდოლიბერალების თავდასხმისგან და საბოლოოდ, ისინი აიძულა, დღესასწაული თავადაც ეღიარებინათ.

ზუსტად ასევე, თუნდაც მოჩვენებითად და პოლიტიკური დღის წესრიგის კარნახით, ფსევდოლიბერალები უნდა ვაიძულოთ, საჯაროდ დაგმონ ლგბტ-პროპაგანდა და ე.წ. პრაიდი და მოიწონონ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ.

ფსევდოლიბერალებს 2025 წლის შობა დღესაც ვუსურვებ, ჭეშმარიტებას ეზიარონ, ოღონდ ახლა უკვე არა მოჩვენებითად და ფარისევლურად, არამედ მთელი გულით და შეგნებით!

საქართველოს მთავრობა თითოეული მათგანის მოქცევას სიყვარულით შეხვდება და უპასუხებს!“, - აღნიშნავს პრემიერი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ქვეყნის ეროვნული ინტერესის დაცვა ირაკლი კობახიძემ მოახდინა სწორედ იმ პუტინთან, ვისაც წითელ ხალიჩას უგებს ტრამპი და ვისი თანდასწრებითაც გადაბრუნებულ სიტყვას ვერ ბედავს ევრობიუროკრატიის ვერც ერთი წარმომადგენელი
ერთ მხარეს დგას საქართველო და ამერიკა, მეორე მხარეს დგას ევროპული ბიუროკრატია მათი ძირგამომთხრელი NGO -ებით
ნიკა ობოლაძე: არსებობს ორი ბოლომდე - ერთი, როდესაც ჩვენ ვთქვით, რომ ბოლომდე გავალთ და ივანიშვილს მოვაშორებთ, მე ეს მეჩვენება თითქმის შეუძლებლად და არსებობს მეორე ბოლომდე, სადაც ივანიშვილი ამბობს, რომ ის ბოლომდე გავა და გაგვანადგურებს ჩვენ ყველას - ივანიშვილი უფრო ახლოს არის მიზანთან, ვიდრე ჩვენ
ნიკა ობოლაძე - თუ ვამბოთ, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ლეგიტიმური პრეზიდენტი, მაშინ გამოვიდეს და შეიწყალოს პოლიტიკური პატიმრები. ჩვენ ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ, რეალობის აღქმა გვიჭირს და რეალობაა ის, რომ საქართველოს ჰყავს ფაქტობრივი და ქმედითი ხელისუფლება
სიცრუეზე და უსამართლობაზე აგებულ ამ განცხადებაში, Transparency International Georgia საკუთარ თავს ეწინააღმდეგება
არქივი