ედიშერ გვენეტაძე: სანამ მთელ მსოფლიოში „დიფ სთეითს“ დაარქმევდნენ მსოფლიოს უბნელეს ძალებს, კარგა ხნით ადრე დაარქვა ამ უბოროტეს ძალას „გლობალური ომის პარტია“ „ქართულმა ოცნებამ“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
304 08 იანვარი 2025, 14:44

ცნობისათვის - სანამ მთელ მსოფლიოში „დიფ სთეითს“ დაარქმევდნენ მსოფლიოს უბნელეს ძალებს, გაიხსენეთ მანამ კარგა ხნით ადრე დაარქვა ამ უსაშინლეს და უბოროტეს ძალას „გლობალური ომის პარტია“ ქართულმა ოცნებამ, - წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე.

მისივე თქმით, როგორც „დიფ სთეითელებს“ ჰქონდათ გაწერილი გადმოვიდნენ შეტევაზე, მაგრამ 26 ოქტომბერს არჩეული ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის სახით დახვდათ ქვა, რომელზედაც ნაწილ-ნაწილ იმსხვრევიან.

„ისე ცნობისათვის-სანამ მთელ მსოფლიოში "დიფ სთეითს" დაარქმევდნენ მსოფლიოს უბნელეს ძალებს, გაიხსენეთ მანამ კარგა ხნით ადრე დაარქვა ამ უსაშინლეს და უბოროტეს ძალას „გლობალური ომის პარტია" ქართულმა ოცნებამ.

კიდევ ერთს შეგახსენებთ - მაშინ, როდესაც მსოფლიო იმპერიის მეორე პირი (ბლინკენი) ინსტრუქციებს იძლეოდა ქალს ქალი არ უწოდოთ და კაცს კაციო და მთელი ლიბერალურ-ფაშისტური დასავლეთის მასშტაბით მიდოდა გამალებული და წარმატებული კანონშემოქმედებითი მუშაობა ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებაზე. მაშინ ქართულმა ოცნებამ ჩაწერა კონსტიტუციაში - „ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას".

კიდევ ერთი - როდესაც დასავლეთის ლიბერალურ ფაშისტურმა ძალებმა 17 მაისი ფაქტობრივად გარყვნილების დღედ გამოაცხადა. საქართველოს მართლმადიდებლურმა სამოციქულო ეკლესიამ 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ გამოაცხადა, რასაც ლიბერალურ ფაშისტური დასავლეთიდან გაუგონარი აგრესია მოჰყვა საქართველოს მიმართ, რომელიც დღემდე გრძელდება.

გადის დრო და იმ ადგილიდან, საიდანაც ხდებოდა და დღემდე ხდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით ლიბერალური ფაშიზმის ორკესტრის დირიჟორობა, 2025 წლის 20 იანვრიდან მუშაობას შეუდგება ის ძალა, რომელმაც უმაღლეს ღირებულებებად გამოაცხადა ის, რაც კარგა ხნით ადრე არა მარტო განაცხადა, არამედ პრაქტიკაშიც კი გაატარა პატარა საქართველომ.

ამან გააცოფა საქართველოში მყოფი „დიფ სთეითის" დაქირავებული: გახარიები, გვარამიები, მელიები, ბოკუჩავები, გუბაზები... და სხვა ათასგვარი ჯურის ყორღანაშვილ-ბერბიჭაშვილები. ამიტომ, როგორც „დიფ სთეითელებს" ჰქონდათ გაწერილი გადმოვიდნენ შეტევაზე. წამოვიდნენ სეტყვად, მაგრამ 26 ოქტომბერს არჩეული ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის სახით დახვდათ ქვა, რომელზედაც ნაწილ-ნაწილ იმსხვრევიან და დნებიან.

ჯერ სად ხართ!

გირჩევნიათ ძე შეცდენილებმა დაანებოთ რუსთაველზე წაღმა-უკუღმა ბოდიალს თავი, ვინაიდან "ერთსა და იმავე მდინარეში ვერასოდეს, ორჯერ ვერ შეხვალთ" და უფრო მეტიც თქვენ არავინ მოგცემთ იმის უფლებას, რომ საქართველო "დიფ სთეითის" ანუ „გლობალური ომის პარტიის" მოთხოვნით მიმდინარე ომში ჩააბათ და პირისაგან მიწისა აღგავოთ”- წერს ედიშერ გვენეტაძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვატო შაქარიშვილი: ვმადლობ უფალს, რომ ამ 8-მილიარდიან დედამიწაზე გავჩნდი საქართველოში და ჩემი ცხოვრების 34 წელიწადი ვიცხოვრე მისი უწმინდესობის პატრიარქობის პირობებში, რომელსაც მან „მზიანი ღამე“ უწოდა
დიმიტრი სამხარაძე: ვინც უწმინდესის მდგომარეობაზე ქილიკობს და ჩვენი მწუხარების პოსტებს აჰაჰავებს, ყველა დაიმახსოვრეთ და სადაც შეგვხვდებიან სახეში შეაფურთხეთ - სრულიად ვიღებ პასუხისმგებლობას ამ მოწოდებაზე
დავით ქართველიშვილი: უკანასკნელ ორ საუკუნეში, საქართველო უკვე მეორე ბუმბერაზ ილიას ემშვიდობება - რათა ცათა სასუფეველში მოიპოვოს სათავისოდ დიდი ზეციური მეოხი და მლოცველი...
თამარ ჩიბურდანიძე: პატრიარქმა დაამსხვრია ყველა სკეპტიკოსი დემოგრაფის აზრი და მსოფლიოს აჩვენა, როგორ შეიძლება ერის გენოფონდის გადარჩენა ფინანსების გარეშე, რწმენით და სიყვარულით
დავით ქართველიშვილი: მსოფლიოში ეს უნიკალური პრაქტიკა, შვიდგზის ლოცვა, დავით მეფის დანატოვრის თანახმად, სწორედ უწმინდესმა დანერგა და დაგვიტოვა
არქივი