ზაზა შათირიშვილი: ამდენი უსამშობლო საქართველოს სიყვარულს გვასწავლის, თან, გულის ჯიბეში ყველას სხვადასხვა ქვეყნის დროშა უდევს, ამიტომ, ქვეყნის განვითარების ერთადერთი პირობაა - ჯაშუშები უნდა გასამართლდნენ!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
380 14 იანვარი 2025, 10:52

რასაც ლიბერალი ფაშისტები დღეს კადრულობენ, ოპტიკური ილუზიაა, ასე მაგალითად, ხალხის მწამებელი გვარამია დღეს თავისუფლებაზე გვესაუბრება, მწამებელი ახალაიების მშობელი მამა - როლანდი, ადამიანის უფლებებზე, - წერს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც შათირიშვილი აღნიშნავს, უსამშობლოები, რომელსაც საკუთარი ქვეყნის ნაცვლად, სხვადასხვა ქვეყნის დროშა უდევთ გულის ჯიბეში, საქართველოს სიყვარულს გვასწავლიან, ამიტომ, აუცილებელია, ჯაშუშები გასამართლდნენ.

„რასაც ლიბერალი ფაშისტები დღეს კადრულობენ, ოპტიკური ილუზიაა.

ასე მაგალითად...

ხალხის მწამებელი გვარამია დღეს თავისუფლებაზე გვესაუბრება;

მწამებელი ახალაიების მშობელი მამა - როლანდი, ადამიანის უფლებებზე;

ნაც-მედია-ზონდერი ნანული ჟორჟოლიანი მედიის თავისუფლებაზე გვწერს;

უნიჭო დოი გვასწავლის ხელოვნების თავისუფლებას;

მწამებელი რეჟიმის არქიტექტორი მიშა პალატიდან სახელმწიფოს როლს გვიხსნის;

მისი მონა ბარამიძე, აფრასიძეების მკვლელი, ჰუმანურობაზე საუბრობს;

თაღლითი ხაზარაძე ადამიანურ ფასეულობებზე მორალს გვიკითხავს;

ღალატის ფორმულა, გიორგი გახარია „კაცობას“ აწვება.

ყველა ერთად, ამდენი უსამშობლო კი საქართველოს სიყვარულს გვასწავლის, თან ამ დროს, გულის ჯიბეში ყველას სხვადასხვა ქვეყნის დროშა უდევს.

ამიტომ, ქვეყნის განვითარების ერთადერთი პირობაა - ჯაშუშები უნდა გასამართლდნენ!“ - წერს ზაზა შათირიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი