დიმიტრი ხუნდაძე: ხელისუფლებას ქვეყნის „რადარებიდან გაქრობას“ საყვედურობდნენ და საქართველო ამ რადარების, ერთ-ერთი მთავარი ანგარიშგასაწევი ქვეყანა ხდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
356 14 იანვარი 2025, 11:06

პარტია „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე მიხაილ როთის საქართველოში ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

მან შემსრულებლებს დაუწუნა გამოხატული აგრესიის ხარისხი - დედის გინება, პოლიციელების ცემა, დეპუტატებზე თავდასხმა და ხელისუფლებაში ვერ მოსვლა, - წერს დეპუტატი და აღნიშნავს, რომ როთის სტუმრობა რადიკალების მიმართ უკმაყოფილებით იყო გამოწვეული.

დიმიტრი ხუნდაძეს თქმით, საქართველომ პირველი სწორი პოზიციონირება მსოფლიოში, ომის თავიდან აცილებით მოახდინა, ახლა კი, მეორე ეტაპისთვის ემზადება, რაც შესაძლოა ქვეყნის სწრაფი წინსვლის საფუძველი გახდეს. დეპუტატმა აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობა „ქართული ოცნების“ სწორ პოლიტიკას ხვდება და სწორედ ამიტომ აირჩია ის არჩევნების გზით
და დატოვა ხელისუფლებაში.

„ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ - მიხეილ როთმა მორიგი „პოლიტიკური აუდიტი“ ჩაუტარა რადიკალურ ოპოზიციას.

მისი სტუმრობა, ოპოზიციონერი ლიდერების მიმართ, აშკარა უკმაყოფილებით იყო გამოწვეული. მან შემსრულებლებს დაუწუნა გამოხატული აგრესიის ხარისხი - დედის გინება, პოლიციელების ცემა, დეპუტატებზე თავდასხმა და ხელისუფლებაში ვერ მოსვლა.

იმდენად ეჩქარებათ 20 იანვრამდე ქვეყნის ჩამოშლა, რომ როგორც ჩანს მის შემდეგ „ცუდს უგრძნობთ გული“.

არეულ მსოფლიოში იმდენად სწრაფად და საინტერესოდ ვითარდება პროცესები, რომ მათი „გრძნობები“ ლოგიკურია.

საქართველომ პირველი სწორი პოზიციონირება, მშვიდობის სასარგებლოდ, წარმატებით მოახდინა და ომი თავიდან აიცილა. ახლა ის მეორე ეტაპისთვის ემზადება, რომელიც შესაძლოა ქვეყნის უსწრაფესი წინსვლის საფუძველი გახდეს.

ხელისუფლებას ქვეყნის „რადარებიდან გაქრობას“ საყვედურობდნენ და საქართველო ამ რადარების, ერთ-ერთი მთავარი ანგარიშგასაწევი ქვეყანა ხდება.

მოსახლეობის უმრავლესობა ამას სწორად ხვდება და ამიტომ, არჩევნების გზით, ისევ ტოვებს ხელისუფლებაში იგივე გუნდს და თავადვე იცავს მას“, - წერს დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი