თამთა მეგრელიშვილი: მოღალატე ძალების პოლიტიკური გასამართლების ნება ქართველი ხალხის დაკვეთა და მოთხოვნაა. ხალხის ნება აღსრულდება და მათ გასამართლებაზე ხელმომწერი „ქართული ოცნება” იქნება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
344 14 იანვარი 2025, 17:52

ამ განცხადების შემდეგ, „ქურდს ქუდი ეწვის”პოზიციიდან მოქმედებს „ნაციონალური მოძრაობა” და გავეშებული, ყველა მეთოდითა და ფორმით ებრძვის „ქართულ ოცნებას”. „ნაციონალურმა მოძრაობამ” პოლიტიკაში მიღებული წესი დაივიწყა, ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა და ოპოზიციურ პლატფორმაზე ბრძოლას წესების გარეშე აგრძელებს, - წერს „ხალხის ძალის" წევრი თამთა მეგრელიშვილი ოპოზიციის ქმედებებზე მამუკა მდინარაძის განცხადების შემდგომ, შეიქმნას დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია რომელიც 2003-2012 წლებში რეჟიმის მიერ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულებს გამოიძიებს.

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, მოღალატე ძალების პოლიტიკური გასამართლების ნება ქართველი ხალხის დაკვეთა და მოთხოვნაა და მათ გასამართლებაზე ხელმომწერი “ქართული ოცნება” იქნება.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და “ქართული ოცნების” პარლამენტის უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა რომ “ქართული ოცნების” პოლიტიკური ნებაა შეიქმნას დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია რომელიც 2003-2012 წლებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მიერ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულებს გამოიძიებს. უფრო ზუსტად კი, კომისია გამოიძიებს „სისტემურ დანაშაულებს,“ მათ შორის: „პატიმრების წამებას,“ „პიროვნებების მკვლელობას, ძალადობას და პირადი ცხოვრების ხელყოფას,“ „კორუფციასა და ბიზნესზე ზეწოლას,“ „მფლობელებისგან მედიასაშუალებების მისაკუთრებას,” და “ნაციონალური მოძრაობის” მიერ 2008 წლის ომის დაწყების სავარაუდო აღიარებას. ამ განცხადების შემდეგ, “ქურდს ქუდი ეწვის”’პოზიციიდან მოქმედებს “ნაციონალური მოძრაობა” და გავეშებული, ყველა მეთოდითა და ფორმით ებრძვის “ქართულ ოცნებას”. “ნაციონალურმა მოძრაობამ” პოლიტიკაში მიღებული წესი დაივიწყა, ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა და ოპოზიციურ პლატფორმაზე ბრძოლას წესების გარეშე აგრძელებს. მოღალატე ძალების პოლიტიკური გასამართლების ნება ქართველი ხალხის დაკვეთა და მოთხოვნაა. ხალხის ნება აღსრულდება და მათ გასამართლებაზე ხელმომწერი “ქართული ოცნება” იქნება! ქართული კანონი თავის მნიშვნელობას და საკუთარ თავს დაუბრუნდება. სამართლიანობა აუცილებლად აღდგება", - წერს თამთა მეგრელიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი