გია აბაშიძე: არანაირი ე.წ. ორგანიზებული თავდასხმა გახარიაზე, თავად ყოფილა სამარცხვინო ხულიგანი - სამართალდამცველებმა უნდა დაკითხონ და პასუხი აგებინონ ჩხუბის წამომწყებ ამ ვიგინდარას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
364 15 იანვარი 2025, 14:46
ნაცპროპაგანდის მორიგი ბინძური ტყუილი გაბათილდა - არანაირი ე.წ. ორგანიზებული თავდასხმა გახარიაზე, თავად ყოფილა სამარცხვინო ხულიგანი, - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე და ვიდეოს აქვეყნებს, რომელიც ადასტურებს, რომ ფიზიკური დაპირისპირება გიორგი გახარიამ დაიწყო და დიმიტრი სამხარაძეს სახეში პლასტმასის ჭიქა ჩაარტყა.
მისივე თქმით, გიორგი გახარია სამართალდამცველებმა უნდა დაკითხონ და პასუხი უნდა აგებინონ მას, როგორც ჩხუბის წამომწყების.
„ნაცპროპაგანდის მორიგი ბინძური ტყუილი გაბათილდა - არანაირი ე.წ. ორგანიზებული თავდასხმა გახარიაზე, თავად ყოფილა სამარცხვინო ხულიგანი. არცაა გასაკვირი. თავის დროზე მოღალატე გიორგი გახარიამ ნიკა მელიას სასარგებლოდ მმართველ გუნდს უღალატა და ყველანაირად იქცა ნაცრადიკალად. გიორგი გახარია სამართალდამცველებმა უნდა დაკითხონ და პასუხი უნდა აგებინონ ჩხუბის წამომწყებ ამ ვიგინდარას!“ - წერს გია აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი