თამარ ჩიბურდანიძე: როგორც ბაიდენისთვის, ასევე, ტრამპისთვისაც ევროპა საჯილდაო მოედანი აღმოჩნდა - ამ პოლიტიკურ უწესრიგობაში საქართველოს აქტიურობის დრო არ არის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
303 15 იანვარი 2025, 17:44

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ტრამპის პოლიტიკას „ახალი მსოფლიო უწესრიგობა“ უწოდა და ევროპას სიფრთხილისკენ მოუწოდა. უწესრიგობიდან იწყება ახალი წესრიგი, ეს ისტორიის ჭეშმარიტებაა, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, როგორც ბაიდენისთვის, ასევე, ტრამპისთვისაც ევროპა საჯილდაო მოედანი აღმოჩნდა, ამ პოლიტიკურ უწესრიგობაში კი საქართველოს აქტიურობის დრო არ არის.

„თუ გსურს ახლებურად დაალაგო, ჯერ უნდა აურიო და მართო პროცესები. სხვის არეულზე შენთვის სასარგებლოდ ვერ დაალაგებ პოლიტიკაში. სწორედ ამას აკეთებს დღეს ტრამპი მსოფლიოში. თუმცა, მისი სტრატეგია ჯერ მხოლოდ ევროპაზე ხორციელდება. ჯერ ბაიდენის ომის პოლიტიკამ საგრძნობლად დაასუსტა ევროპა. ახლა კი ტრამპი თავისებურად ურევს და ახლებურად ალაგებს, რაც კიდევ უფრო ასუსტებს მათ.

დონალდ ტრამპი არც პირველი პრეზიდენტობის პერიოდში გამოირჩეოდა ევროკავშირის მიმართ ღრმა პატივისცემით. ჩვენ გვახსოვს მისი კრიტიკაც და ირონიაც ევროპის ლიბერალური პოლიტიკის მიმართ. უფრო მეტიც, ის ევროპას ბრალს სდებდა „ღირებულებით დეგრადაციაში“.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის, ფრანსუა ბაირუს განცხადება ილონ მასკზე, რომ მას უნდა უფრთხილდნენ, ნიშნავს იმას, რომ ისინი უნდა უფრთხილდნენ ახალ ამერიკულ პოლიტიკას. როდესაც ევროპის ლიდერი სახელმწიფო ამას აცხადებს, ე.ი. სიტუაცია ბევრად უფრო მძიმეა მათთვის, ვიდრე ჩანს.

ტრამპის „ახალი მსოფლიო უწესრიგობა“ ჯერ ვერ უახლოვდება ჩინეთს, რადგან კარგად აანალიზებენ არსებულ რეალობას. რუსეთს დღესდღეობით სრული შესაძლებლობა მისცეს სისრულეში მოიყვანოს მისი გეგმები, რომელიც ევროპის ნაწილისკენაც მიდის. ევროპა, როგორც ბაიდენისთვის, ასევე, ტრამპისთვისაც, საჯილდაო მოედანი აღმოჩნდა. საკითხავია, გაუძლებს კი ამდენ რყევებს? ან, რა დარჩება იმ ევროკავშირისგან, რომლის დანაწევრებაც როგორც ჩანს, უკვე ჩაფიქრებულია.

ამ „პოლიტიკურ უწესრიგობაში“, სადაც ლიდერი სახელმწიფოები ერთმანეთს ძირავენ, საქართველოს აქტიურობის დრო არ არის. ახლა ყველაზე მეტად სიდინჯის დროა, რასაც აკეთებს კიდეც ხელისუფლება“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი გალერის განცხადებაზე: ამგვარი ბრიყვული, დეჰუმანიზებაზე მიმართული ენის გამოყენება საქართველოს ლიდერებს კი არ ამცირებს, არამედ აზიანებს იმ ქვეყნის იმიჯს, რომელსაც ეს პოლიტიკოსი წარმოადგენს
დავით ქართველიშვილი: მიხაელ გალერი ევროპარლამენტის ტიპიური "ცოფიანი ქოფაკია", რომლის ყოველი ანტიქართული გამოხტომა იმის კარგი ინდიკატორია, რომ საქართველო სწორ პოლიტიკურ კურსს ატარებს
საინტერესოა ამ განცხადების ავტორს, გიული ალასანიას ფეხის ჩვარს, მაიკ გალერს იმ ემიგრანტმა აგენტმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფარულად საქართველოს მოქალაქეობა ხომ არ მიანიჭა, ასე უტიფრად რომ ერევა ჩვენი ქვეყნის საქმეებში
გია აბაშიძე: ქართველთმოძულე გერმანელი ევროპარლამენტარის მაიკლ გალერის უხამსი კომენტარები ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი კობახიძეზე, ევროპელი პოლიტიკანის თვალსაჩინოებაა - სულით ბინძური და ფულისტი
დავით ქართველიშვილი გრანტების კანონის შესახებ: საქმე ეხება არა განსხვავებული აზრის ჩახშობას ან ცენზურას, არამედ პოლიტიკური სუვერენიტეტის დაცვას
არქივი