ლევან ნიკოლეიშვილი „Julius Baer“-ის მიერ ინფორმაციის დაბლოკვაზე: ბანკებს „ევროპოლთან“ თანამშრომლობა ავალდებულებს გამოძიებას მიაწოდონ მოთხოვნილი ინფორმაცია, თუმცა, როგორც აღმოჩნდა ბაჩიაშვილი გლობალური ძალების მფარველობით სარგებლობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
435 21 იანვარი 2025, 11:37

დამაფიქრებელია ის ფაქტი, რომ ბანკი, სადაც განთავსებული იყო ძარცვას გადარჩენილი აქტივი, წესისამებრ ემსახურებოდა კლიენტს, ხოლო მას შემდეგ, რაც 29 აპრილს ბიძინა ივანიშვილმა ამხილა გლობალური ომის პარტია, ჯერ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენმა დაგმო ეს განცხადება, ავტომატურად „Julius Baer“-მა დაიწყო ხელოვნური პრობლემების შექმნა „ოცნების“ საპატიო თავმჯდომარისთვის, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, საგულისხმობა კიდევ ერთი დეტალი, რომლითაც ცნობილი ხდება, რომ შვეიცარიულმა ბანკმა ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის თაობაზე სამართალდამცავების მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია დაბლოკა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ბაჩიაშვილი გლობალური ძალების მფარველობის ქვეშ იმყოფება.

„დამაფიქრებელია ის ფაქტი, რომ ბანკი, სადაც განთავსებული იყო ძარცვას გადარჩენილი აქტივი, წესისამებრ ემსახურებოდა კლიენტს, ხოლო მას შემდეგ, რაც 29 აპრილს ბიძინა ივანიშვილმა ამხილა გლობალური ომის პარტია, ჯერ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენმა დაგმო ეს განცხადება, ავტომატურად „Julius Baer“-მა დაიწყო ხელოვნური პრობლემების შექმნა "ოცნების" საპატიო თავმჯდომარისთვის.

კიდევ ერთი საინტერესო და საგულისხმო დეტალი გამოჩნდა შვეიცარიულ ბანკ „ჯულიუს ბაერსა“ და ბიძინა ივანიშვილის ურთიერთობაში. „Julius Baer“-ის მხრიდან, სამართალდამცველების მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის დაბლოკვა ბრალდებულ ბაჩიაშვილის თაობაზე. რაც რეალურად ზემოთ აღნიშნული პროცესების გაგრძელებაა. ბანკებს, მათ შორის შვეიცარიულ ბანკებს სამართლებრივი ხელშეკრულებები და „ევროპოლთან“ თანამშრომლობა ავალდებულებს, რომ საგამოძიებო სამსახურებს მიაწოდოს მოთხოვნილი ინფორმაცია, თუმცა როგორც აღმოჩნდა ბაჩიაშვილი სწორედაც, რომ გლობალური ძალების მფარველობით სარგებლობს, შესაბამისად მათი ბრძანებითა და დავალებით მოქმედებს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ყველა მეთოდით იბრძვის.

სახეზეა გლობალური ომის მიერ მართული პროცესი, ბიძინა ივანიშვილისთვის ხელოვნური პრობლემების შექმნა, გამოძიების მოთხოვნის მიუხედავად ბაჩიაშვილისათვის ხელის დაფარება და ინფორმაციების დამალვა კი ყოველივე ამას ადასტურებს“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი