ჩიხელიძე: შვეიცარიულმა ბანკმა ივანიშვილს ფინანსურ რესურსზე წვდომა შეუზღუდა, მაშველი რგოლის როლი ითამაშეს ბაჩიაშვილისთვის, რომლის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს - ივანიშვილის წინააღმდეგ ყველა მეთოდს იყენებენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
348 21 იანვარი 2025, 11:51

როგორც ირკვევა შვეიცარიული ბანკი Julius Baer-ი გამოძიებას ინფორმაციას უმალავს! აღნიშნული საერთაშორისო სკანდალია, რადგან დაუშვებელია საგამოძიებო ორგანოს კანონიერი მოთხოვნის უგულებელყოფა და მოთხოვნილი ინფორმაციის დამალვა, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, გარდა იმისა, რომ Julius Baer-მა ბიძინა ივანიშვილს გარკვეულ ინფორმაციაზე და ფინანსურ რესურსზე წვდომა შეზღუდა, ასევე, მაშველი რგოლის როლი ითამაშა გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ გამოძიების მიმდინარეობისას.

"როგორც ირკვევა შვეიცარიული ბანკი Julius Baer-ი გამოძიებას ინფორმაციას უმალავს! აღნიშნული საერთაშორისო სკანდალია, რადგან დაუშვებელია საგამოძიებო ორგანოს კანონიერი მოთხოვნის უგულებელყოფა და მოთხოვნილი ინფორმაციის დამალვა. როგორც ივანიშვილის ადვოკატმა განაცხადა, გარდა იმისა, რომ შვეიცარიულმა ბანკმა ბიძინა ივანიშვილს გარკვეულ ინფორმაციაზე და ფინანსურ რესურსზე წვდომა შეზღუდა, მათ ასევე მაშველი რგოლის როლი ითამაშეს ბაჩიაშვილისთვის, რომლის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს (დაზარალებული ბიძინა ივანიშვილი). გლობალური მოთამაშეები, ივანიშვილის წინააღმდეგ ყველა მეთოდს იყენებენ. რა თქმა უნდა აღნიშნული ორი ფაქტი, არა შემთხვევითობა, არამედ კოორდინირებული მუშაობის მაგალითია, შვეიცარიული ბანკი და გლობალური ომის პარტია, ბიძინა ივანიშვილის სამაგალითოდ დასჯას ცდილობს, რადგან მან სამშობლოს ინტერესები, მათ ინტერესებზე მაღლა დააყენა და საქართველოს ომში ჩართვაზე პრინციპული უარი განაცხადა!" - წერს დავით ჩიხელიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი