ზურაბ ქადაგიძე: Julius Baer-ი არათუ ეხმარება გამოძიებას, ხელს აფარებს ბაჩიაშვილს, რადგან ის არის თბილისში რადიკალური ოპოზიციის აქციების ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი და ამის გასაჯაროება მათთვის ძალიან პრობლემურია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
352 21 იანვარი 2025, 13:21

ბოლო პერიოდში სულ უფრო ცხადი ხდება, მათ შორის ოპოზიციის რიგებიდან გამოჟონილი ინფორმაციით, რომ უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში, საქართველოში ჩატარებული რადიკალური აქციების, ხელისუფლების დამხობისკენ მიმართული არეულობების და რიგი რადიკალური ჯგუფების დამფინანსებელი სწორედ გიორგი ბაჩიაშვილია, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე Julius Baer-ის მიერ გიორგი ბაჩალიაშვილის ანგარიშების არ გასაჯაროების საკითხს, რომლის მიმართაც გამოძიება ორ საქმეზე მიმდინარეობს.

მისივე თქმით, პირველ რიგში სწორედ Julius Baer-ი უნდა იყოს დაინტერესებული, რომ გამოძიება სწრაფად დასრულდეს, რათა მას არ ჰქონდეს ურთიერთობა სავარაუდო კრიმინალთან.

„ბოლო პერიოდში სულ უფრო ცხადი ხდება, მათ შორის ოპოზიციის რიგებიდან გამოჟონილი ინფორმაციით, რომ უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში, საქართველოში ჩატარებული რადიკალური აქციების, ხელისუფლების დამხობისკენ მიმართული არეულობების და რიგი რადიკალური ჯგუფების დამფინანსებელი სწორედ გიორგი ბაჩიაშვილია.
ახლა უკვე სრულიად ნათელი ხდება, რატომ არ ასაჯაროებს შვეიცარიის ბანკი, Julius Baer - ი გიორგი ბაჩიაშვილის ანგარიშებს, გადარიცხვებს და ზოგადად მის აქტივობებს ამ ბანკში. არადა, საქმე ძალიან მარტივად არის - ბაჩიაშვილის საქმეზე გამოძიება ორ საქმეზე მიმდინარეობს, მათ შორის ერთ საქმეზე ბრალდებულია და ბანკი უბრალოდ ვალდებულია, საგამოძიებო ორგანოებს მიაწოდოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
უფრო მეტიც, პირველ რიგში სწორედ ბანკი უნდა იყოს დაინტერესებული, რომ გამოძიება სწრაფად დასრულდეს, რათა მას არ ჰქონდეს ურთიერთობა სავარაუდო კრიმინალთან. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტი არათუ ეხმარება გამოძიებას, არამედ ხელს აფარებს ბაჩიაშვილს, რაც ერთადერთი მიზეზით არის განპირობებული - ბაჩიაშვილი არის თბილისში რადიკალური ოპოზიციის აქციების ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი და ამ ამბის გასაჯაროება მათთვის ძალიან პრობლემურია. იმედი მაქვს, ამ საქმესაც მალევე აეხდება ფარდა“, - წერს ქადაგიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი