ზურაბ ქადაგიძე: უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში, საქართველოში ჩატარებული რადიკალური აქციების, ხელისუფლების დამხობისკენ მიმართული არეულობების და რიგი რადიკალური ჯგუფების დამფინანსებელი გიორგი ბაჩიაშვილია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
341 21 იანვარი 2025, 14:51

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალური ქსელით ეხმიანება ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას, რომ შვეიცარიული ბანკი Julius Baer-ი ფიგურირებს ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში.

ექსპერტის თმით, ბოლო 1 წლის განმავლობაში, საქართველოში ჩატარებული რადიკალური აქციების დამფინანსებელი სწორედ გიორგი ბაჩიაშვილია.

„ბოლო პერიოდში სულ უფრო ცხადი ხდება, მათ შორის ოპოზიციის რიგებიდან გამოჟონილი ინფორმაციით, რომ უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში, საქართველოში ჩატარებული რადიკალური აქციების, ხელისუფლების დამხობისკენ მიმართული არეულობების და რიგი რადიკალური ჯგუფების დამფინანსებელი სწორედ გიორგი ბაჩიაშვილია.

ახლა უკვე სრულიად ნათელი ხდება, რატომ არ ასაჯაროებს შვეიცარიის ბანკი, Julius Baer -ი გიორგი ბაჩიაშვილის ანგარიშებს, გადარიცხვებს და ზოგადად მის აქტივობებს ამ ბანკში. არადა, საქმე ძალიან მარტივად არის - ბაჩიაშვილის საქმეზე გამოძიება ორ საქმეზე მიმდინარეობს, მათ შორის ერთ საქმეზე ბრალდებულია და ბანკი უბრალოდ ვალდებულია, საგამოძიებო ორგანოებს მიაწოდოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

უფრო მეტიც, პირველ რიგში სწორედ ბანკი უნდა იყოს დაინტერესებული, რომ გამოძიება სწრაფად დასრულდეს, რათა მას არ ჰქონდეს ურთიერთობა სავარაუდო კრიმინალთან. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტი არათუ ეხმარება გამოძიებას, არამედ ხელს აფარებს ბაჩიაშვილს, რაც ერთადერთი მიზეზით არის განპირობებული - ბაჩიაშვილი არის თბილისში რადიკალური ოპოზიციის აქციების ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი და ამ ამბის გასაჯაროება მათთვის ძალიან პრობლემურია. იმედი მაქვს, ამ საქმესაც მალევე აეხდება ფარდა...“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი