თამარ ჩიბურდანიძე: ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკაში დემოკრატია და თავისუფლება ბრუნდება, ანუ აქამდე არ არსებობდა. არადა ყოფილი ადმინისტრაცია დემოკრატიის უკუსვლაში ჩვენ გვადანაშაულებდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
356 21 იანვარი 2025, 15:04

დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებული განცხადებები სრულ თანხვედრაშია საქართველოს ხელისუფლების ქმედებებთან. უფრო მეტიც, ამართლებს „ოცნების“ პოლიტიკას, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.

ექსპერტი იმედოვნებს, რომ საქართველო და ამერიკა პარტნიორობას ორმხრივი ინტერესების დაცვით დაიწყებს.

„გუშინ, დონალდ ტრამპის მიმართვიდან ბევრი საინტერესო გზავნილი მოვისმინეთ, თუმცა, ალბათ ყველაზე საინტერესო იყო განცხადება იმის შესახებ, რომ დემოკრატიის სამშობლოში მისი გაპრეზიდენტებით „დემოკრატია და თავისუფლება ბრუნდება“. ე.ი ბაიდენის მმართველობის დროს ეს ყველაფერი არ არსებობდა.

არადა, სწორედ ბაიდენის ადმინისტრაცია ადანაშაულებდა „ოცნების“ ხელისუფლებას დემოკრატიის უკუსვლაში. სწორედ ისინი აცხადებდნენ, რომ საქართველოში თავისუფლება აღარ არსებობდა. როდესაც ტრამპის მსგავსად, ჩვენც მათ ვაკრიტიკებდით, რუსეთუმეებს და ანტიმედასავლეთეებს გვიწოდებდნენ. უფრო მეტიც, ამ ბრალდებით ქვეყანაში რევოლუციას გვიწყობდნენ და რეზოლუციას რეზოლუციაზე გვიცხობდნენ. მათგან მართული ევროპა კი მათ სიტყვებს პლაგიატივით იმეორებდა.

რა მოხდება ამიერიდან და როგორ გადაიტვირთება საქართველო-ამერიკის ურთიერთობები, ამას მომავალი გვიჩვენებს, თუმცა, მთავარი უკვე მოხდა - დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებული განცხადებები სრულ თანხვედრაშია საქართველოს ხელისუფლების ქმედებებთან. უფრო მეტიც, ამართლებს „ოცნების“ პოლიტიკას. სწორედ ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი პარტნიორობა ახალ ეტაპზე სუვერენული თანამშრომლობით და ორმხრივი ინტერესების დაცვით დაიწყება“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი