ზაალ ანჯაფარიძე გიორგი ბაჩიაშვილზე: შვეიცარიის ბანკმა უარი განაცხადა მის შესახებ ინფორმაციის გაცემაზე და სწორედ ის არის ოპოზიციის აქციების ერთ-ერთი დონორი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
355 21 იანვარი 2025, 19:01

შვეიცარიის ბანკმა სრულიად გაუგებარი მიზეზების გამო უარი განაცხადა ბაჩალიაშვილის შესახებ ინფორმაციის გაცემაზე, რითაც კიდევ უფრო მეტი კითხვები და ეჭვები გააჩინა შვეიცარიის საბანკო სისტემის მიმართ, - ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად შვეიცარიული ბანკი Julius Baer-ი ფიგურირებს ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში.

ანჯაფარიძის განცხადებით, სწორედ ოპოზიციას მიტმასნილი ბაჩიაშვილია ოპოზიციის აქციების ერთ-ერთი დონორი.

„თანაინვესტირების ფონდის ყოფილი დირექტორი და ამჯერად გამოძიების ქვეშ მყოფი და სასამართლოს მომლოდინე გიორგი ბაჩიაშვილი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილისთვის მილიონობით თანხების მოპარვას ედავებიან, მოულოდნელად ისევ წამოტივტივდა საზოგადოების ყურადღების ცენტრში ორი ფაქტორის გამო. პირველი - შვეიცარიის ბანკმა სრულიად გაუგებარი მიზეზების გამო უარი განაცხადა მის შესახებ ინფორმაციის გაცემაზე, რითაც კიდევ უფრო მეტი კითხვები და ეჭვები გააჩინა შვეიცარიის საბანკო სისტემის მიმართ. მეორე - როგორც ინფორმაცია ჟონავს, და თბილისი კი პატარა ქალაქია, სწორედ ოპოზიციას მიტმასნილი ბაჩიაშვილია ოპოზიციის აქციების ერთ-ერთი დონორი. აქ ერთი კითხვაა - ვისი ფულით?“- წერს ზაალ ანჯაფარიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი