თენგიზ შარმანაშვილი გია ნოდიას განცხადებაზე: ესენი დემოკრატები და პროამერიკელები არ არიან. მათი ლიბერალური ფაშისტური იდეოლოგია გაცილებით მეტია მათთვის, ვიდრე დემოკრატიული ღირებულებები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
397 22 იანვარი 2025, 09:59

კარგად დაუკვირდით ამას. კარგად გაიაზრეთ. ესენი დემოკრატები და პროამერიკელები არ არიან. მათი ლიბერალური ფაშისტური იდეოლოგია გაცილებით მეტია მათთვის, ვიდრე დემოკრატიული ღირებულებები. ამერიკელი და ევროპელი პატრიოტებიც კი საძულველია მათთვის. ტყუილად არ ეძახიან ამათ კონსერვატიული ამერიკელები ნეომარქსისტებს და ნეოტროცკისტებს, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი ანალიტიკოს, გია ნოდიას განცხადებას, რომლის თქმითაც, „ტრამპის საინაუგურაციო სიტყვა იყო თავისი სტილით დემაგოგიური, ნარცისისტული და მკვეხარა“.

შარმანაშვილის განცხადებით, როგორც მარქსისტებისთვის იყო მთავარი მსოფლიო რევოლუციის იდეა, ოჯახის ინსტიტუტის არქაულ წარმონაქმნად გამოცხადება, სახელმწიფოსა და სამშობლოს ინტერესების ნიველირება მსოფლიო რევოლუციის იდეების ფონზე, რელიგია ოპიუმად მიაჩნდათ ხალხისთვის, სწორედ ასეა გია ნოდიასა და მისი თანამოაზრეებისთვის.

„კარგად დაუკვირდით ამას. კარგად გაიაზრეთ. ესენი დემოკრატები და პროამერიკელები არ არიან. მათი ლიბერალური ფაშისტური იდეოლოგია გაცილებით მეტია მათთვის, ვიდრე დემოკრატიული ღირებულებები. ამერიკელი და ევროპელი პატრიოტებიც კი საძულველია მათთვის. ტყუილად არ ეძახიან ამათ კონსერვატიული ამერიკელები ნეომარქსისტებს და ნეოტროცკისტებს. როგორც მარქსისტებისთვის იყო მთავარი მსოფლიო რევოლუციის იდეა, ოჯახის ინსტიტუტის არქაულ წარმონაქმნად გამოცხადება, სახელმწიფოსა და სამშობლოს ინტერესების ნიველირება მსოფლიო რევოლუციის იდეების ფონზე, რელიგია ოპიუმად მიაჩნდათ ხალხისთვის, ისეა ამათთვისაც. ამას ვინც ვერ ხედავს, იმასთან საუბარიც არ ღირს უკვე. ფერისცვალების გათამაშება უნდათ, მაგრამ იმდენად მოწამლულები არიან, აზრების ბოლომდე შენიღბვაც არ შეუძლიათ. ერთი არის კარგი, როგორც სახარებაშია, ცხვრის ქურქში გახვეული მგელი უფრო საშიშია. ესენი ცხვრის ქურქში ბოლომდე ვერ ეხვევიან, ეშვები მაინც უჩანთ“, - წერს თენგიზ შარმანაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი