ზურაბ ქადაგიძე ლაურა თორტონის განცხადებაზე: საინტერესოა როგორ გადაალაგებენ „მესიჯბოქსს“ ქართველი ლიბერალები, გაემიჯნებიან თორნტონს თუ უკომპრომისო ბრძოლას გამოუცხადებენ ტრამპის პოლიტიკას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
326 22 იანვარი 2025, 12:20

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში მაკკეინის ინსტიტუტის წარმომადგენლის, ლაურა თორტონის ტვიტერზე გავრცელებულ პოსტს ეხმიანება, სადაც ის დონალდ ტრამპს კრიმინალს და გამაუპატიურებელს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ქართველებისგან ტრამპის ქება მას „ყურს ჭრის“.

ეს ქალბატონი გახლავთ, „დიფ სთეითის“ სინდიკატის ერთი საცეცი, რომელიც ლიბერალური ფაშიზმის ქართული ხაზის კურატორია, - წერს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ თორტონის სტიპენდიატია სალომე ზურაბიშვილიც, რომელიც კაპიტოლიუმის დერეფნებში დონალდ ტრამპს ფოტოს გადასაღებად ეძებდა.

ზურაბ ქადაგიძე წერს, რომ ქართველი რადიკალები დიდი განსაცდელის წინაშე არიან და საინტერესოა, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ - გაემიჯნებიან თუ არა მაკკეინის ინსტიტუტის წარმომადგენელს.

„თორნტონმა დაწერა - „ტრამპი გამაუპატიურებელი და კრიმინალია“ და ქართველი მეგობრებისგან მისი ზედმეტი ქება „ყურს ჭრის“.

არადა, ამის სტიპენდიატი ზურაბიშვილი ბეცივით დაბორიალობდა კაპიტოლიუმის დერეფნებში ტრამპისთვის ფოტოს გადასაღებად.

ამისვე „დემოკრატიული ხაზის“ გამტარია ჯო უილსონი, რომელიც განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევა ქართველი ექსტრემისტების მიმართ.

ეს ქალბატონი გახლავთ, „დიფ სთეითის“ სინდიკატის ერთი საცეცი, რომელიც ლიბერალური ფაშიზმის ქართული ხაზის კურატორია.

აბა, ახლა როგორ გადაალაგებენ „მესიჯბოქსს“ ქართველი ლიბერალები, გაემიჯნებიან თორნტონს თუ კურატორის ბრძანებას აღასრულებენ და უკომპრომისო ბრძოლას გამოუცხადებენ ტრამპის პოლიტიკას?!

მოკლედ, დიდი განსაცდელი უდგათ ლიბერ-ფაშისტებს!“, - წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი