დავით ქართველიშვილი: აშშ-ის პრეზიდენტმა დააწესა შეზღუდვები სამთავრობო შენობებზე, საელჩოებსა და სამხედრო ბაზებზე დროშების გამოყენებასთან დაკავშირებით. ტრამპმა აკრძალა მაგალითად LGBT და Black Lives Matter (BLM) დროშების ჩამოკიდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
412 22 იანვარი 2025, 13:51

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი დონალდ ტრამპის ახალ განკარგულებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„ბრძანება ითვალისწინებს, რომ სამთავრობო შენობებზე შეიძლება იყოს მხოლოდ (!) აშშ-ის დროშა და გარკვეული ტიპის სამხედრო სიმბოლოები“- წერს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ აშშ-ს 47-ე პრეზიდენტმა სამთავრობო შენობებზე ლგბტ თემისა და BLM (Black Lives Matter) დროშების გამოყენება აკრძალა, რაც ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის დროს დაშვებული იყო.


„გამომცემლობა Washington Free Beacon-ის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დააწესა მნიშვნელოვანი შეზღუდვები სამთავრობო შენობებზე, საელჩოებსა და სამხედრო ბაზებზე დროშების გამოყენებასთან დაკავშირებით.
სახელმწიფო დროშების გარდა, ტრამპმა აკრძალა მაგალითად LGBT და Black Lives Matter (BLM) დროშების ჩამოკიდება.
ეს გადაწყვეტილება სახელმწიფო დეპარტამენტის შესაბამისი განკარგულების ასლის მიღების შემდეგ გახდა ცნობილი. ბრძანება ითვალისწინებს, რომ სამთავრობო შენობებზე შეიძლება იყოს მხოლოდ (!) აშშ-ის დროშა და გარკვეული ტიპის სამხედრო სიმბოლოები. ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში, სხვა დროშები (როგორიცაა "ლგბტ" და BLM დროშები), ხშირად იყო გამოფენილი სამთავრობო შენობებზე, რამაც გამოიწვია კიდეც ბრძანების ახალი ინტერპრეტაცია, როგორც ამ სიმბოლოების აკრძალვა,“- წერს სოციალურ ქსელში დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი