ლევან ჭოტორლიშვილი „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტზე: „ნაცებს“, როგორც ტოტალიტარულ სექტას, არსებობა შეუძლია მხოლოდ მონოლოგის, ცალმხრივი პროპაგანდის ფორმატში. ნებისმიერი დისკუსია და დიალოგი მათთვის დამღუპველია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
394 22 იანვარი 2025, 14:55

„ნაცები“ წერენ, რომ ირაკლი რუხაძემ მათ ჟურნალისტს გადაუარა და რომ ძალიან არამომგებიან მედია პოზაში აღმოჩნდა მთელი სანაცეთი. ახლა ცდილობენ ფიასკო ჟურნალისტს დააბრალონ. რასაკვირველია ინტელექტში განსხვავება ძალიან თვალშისაცემი იყო, - ასე ეხმიანება გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი, პროფესორი ლევან ჭოტორლიშვილი „რადიო თავისუფლების“ პოდკასტში ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელის, ბიზნესმენის ირაკლი რუხაძის სტუმრობას.

ჭოტორლიშვილის თქმით, აღნიშნული ინტერვიუ და სხვა ბევრი ფაქტი ადასტურებს მხოლოდ ერთს, რომ „ნაცებს“ როგორც ტოტალიტარულ სექტას არსებობა შეუძლია მხოლოდ მონოლოგის, ცალმხრივი პროპაგანდის ფორმატში. ნებისმიერი დისკუსია და დიალოგი კი მათთვის დამღუპველია.

„ნაცები“ წერენ რომ ირაკლი რუხაძემ მათ ჟურნალისტს გადაუარა და რომ ძალიან არამომგებიან მედია პოზაში აღმოჩნდა მთელი სანაცეთი. ახლა ცდილობენ ფიასკო ჟურნალისტს დააბრალონ. რასაკვირველია ინტელექტში განსხვავება ძალიან თვალშისაცემი იყო. სხვა რომელიმე ოდიოზური ჟურნალისტი რომ შეერჩიათ ნაცებს (პაიჭაძე/გრიგოლია და მსგავსი) განსხვავება ინტელექტში კიდევ უფრო დიდი იქნებოდა.

მე მინდა დავიცვა მათი ჟურნალისტი რომლის ჩაქოლვას ახლა აპირებენ ნაცები. აშკარაა რომ ჟურნალისტს ბევრი უმუშავია რესპონდენტზე, მისი ყველა ინტერვიუ საჯარო გამოსვლა შეუსწავლია (რაც თვითონ აღნიშნა რამოდენიმეჯერ). მიუხედავად ამისა, ინტელექტში ჩამორჩენა არ არის „ნაცების“ ფიასკოს მთავარი მიზეზი. მთავარი მიზეზი არის ის რომ მათ არ აქვთ არანაირი სიმართლე და ყოველთვის მარცხდებიან როგორც კი დიალოგში შედიან.

გახსოვთ ალბათ გამჭვირვალეობის კანონის წინააღმდეგ გამოსვლების დროს ნაცების ტაქტიკა „კანონის შესახებ დიალოგში არ შევალთ" დიალოგში და დისკუსიაში შესვლას მათ უკრძალავენ, მათი პატრონები, მაგრამ ახლა დაარღვიეს აკრძალვა, რადგან ჩათვალეს, რომ ნოემბერ-დეკემბრის აქციების დროს პოლიციის მხრიდან რიგ შემთხვევებში ძალის გადამეტების ფონზე გაუჩნდათ სალაპარაკო. ჩათვალეს და შეცდნენ მწარედ.

ეს ინტერვიუ და სხვა ბევრი ფაქტი ადასტურებს მხოლოდ ერთს. ნაცებს როგორც ტოტალიტარულ სექტას არსებობა შეუძლია მხოლოდ მონოლოგის, ცალმხრივი პროპაგანდის ფორმატში. ნებისმიერი დისკუსია და დიალოგი მათთვის დამღუპველია. არა აქვთ არჩევნებით ხელისუფლებაში დაბრუნების პერსპექტივა. ნებისმიერი პოლიტიკური ძალა რომელიც მათ ორბიტაზე აღმოჩნდება შთაინთქმება უპერსპექტივობაში. ასე დაემართათ ამ არჩევნებზე ლელოს და გახარიას, რომლებიც შემდეგ არჩევნებში ვეღარ გადალახავენ ბარიერს,“- წერს ლევან ჭოტორლიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი