სვიმონ ჯანგულაშვილი: ირაკლი რუხაძის ფანტასტიკური ინტერვიუ მოვისმინე. პრაქტიკულად, ეს ადამიანი ამბობს ქართველთა უდიდესი ნაწილის სათქმელს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
373 22 იანვარი 2025, 15:14

დირიჟორი, საზოგადოება „ქართულის“ თანადამფუძნებელი სვიმონ ჯანგულაშვილი, ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელის, ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„ირაკლი რუხაძის ფანტასტიკური ინტერვიუ მოვისმინე. პრაქტიკულად, ეს ადამიანი ამბობს ქართველთა უდიდესი ნაწილის სათქმელს.

პირიქითა საქართველოში კი, ჟურნალისტს ლანძღავენ და სწუხან, კვესიტაძე-მელაძე-გრიგოლიას მსგავსი ისტერიკები რატომ არ მოუწყო რესპონდენტს…

„ათრია რუხაძემ ჟურნალისტიო“… პროფესიონალიზმს უწუნებენ - გეგონება, რომელიმე ნაცურ კანალიზაციაზე პროფესიონალი, მაღალი კვალიფიკაციის ერთი ჟურნალისტი მაინც ჰყავდეთ, ვინც ობიექტური, დაბალანსებული და დემოკრატიული ჟურნალისტიკის პრინციპებით მუშაობდეს…

ძვირფასებო და ტყაჭ-ნაცებო. მანდ პრობლემა ჟურნალისტის პროფესიონალიზმში კი არაა, არამედ, საქმე იმაშია, რომ ირაკლი რუხაძემ ბრწყინვალედ წარმოაჩინა, რომ მშვიდი და თუნდაც მწვავე დიალოგის პირობებში, თქვენ, ისტერიის, ნაცური პროპაგანდის, ტყუილებისა და წივილ-კივილის მეტი არგუმენტი არა გაქვთ არც ერთ საკითხში - არც არჩევნების, არც ომისა და მშვიდობის, არც რუსეთის, არც ევროპულ-ამერიკული არჩევანის, არც ძალადობის, არც დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, ბიზნესის თავისუფლების, კორუფციის, მედიის და სიტყვის თავისუფლების, ნაცების და სააკაშვილის თემებში - თქვენ არ გაქვთ არგუმენტები, თქვენ არ ხართ მართლები.

მთელი ეს წივილ-კივილი იმიტომ გაქვთ, რომ გსურთ ისეთი არჩევნები, რომელშიც ნაცები - გვარამია-ხოშტარია-ჯაფარიძე-მელია-ბოკუჩავა-სააკაშვილი და მათთან ქარტიებით და ათასი სისულელით, წინდაუხედავად და უგუნურად გაერთიანებული 2 პატარა პარტია გაიმარჯვებენ…

თქვენ იბრძვით უმცირესობაში მყოფი სადისტი ნაცების უმრავლესობით ხელისუფლებაში მოსვლისათვის.

მათ გენიტალიებზე აფარებული ლეღვის ფოთლები ხართ. და დამარცხდებით.

ამას ხედავთ და სამოქალაქო ომზეც კი მიდიხართ. უკადრებელს კადრულობთ.

ან თქვენ დამარცხდებით, ან საქართველო.

ღმერთის იმედი მაქვს, რომ საქართველო გაიმარჯვებს“, - წერს სვიმონ ჯანგულაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი