დავით ქართველიშვილი Julius Baer-ის და ბიძინა ივანიშვილის დავაზე: საქართველოს ერთ გავლენიან და პატივსაცემ ადამიანს სჯიან საკუთარი ქვეყნის მიმართ სიყვარულისა და მასში მშვიდობის შენარჩუნების ურყევი მზაობის გამო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
341 23 იანვარი 2025, 13:39

„დიფ სთეითის“ ტყვეობაში მყოფი უცხოური მედია ჯერ-ჯერობით უარს ამბობს Julius Baer-ის წინააღმდეგ არსებული ინფორმაციის გამოქვეყნებაზე. ჩვენ თვალწინ იმსხვრევა მითი ევროპულ დამოუკიდებლობასა და დემოკრატიულობაზე, იმსხვრევა ლეგენდა ადამიანის უფლებების დაცვის კონვენციის მიმართ პატივისცემასა და უზენაესობაზე, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ წარმოებული კამპანიის კომენტირებისას.

ქართველიშვილი ვრცელ პოსტში აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის Credit suisse-თან დავების გაშუქებას პირდაპირ უკრძალავდნენ „თავისუფალ" დასავლურ მედიას „გლობალური ომის პარტიის" წარმომადგენლები.

„როდესაც დასავლური დემოკრატიის „ახალ შუქურებში“ - მოლდოვასა და უკრაინაში, ყოველწლიურად იკრძალება ოპოზიციური სიტყვისა და აზრის გამოხატვის ძირითადი უფლებები, იკრძალება პარტიები, იხურება ტელევიზიები, მედიაში შეჰყავთ უმკაცრესი ცენზურა, ეს ყველაფერი ჩვენთვის უკვე დიდი ხანია „გასაგებია“. გაუგებარი სხვა რამაა - ამ ყველაფერს „რუსულ“ მიდგომას და ქცევის „რუსულ“ სტანდარტებს რატომ არქმევენ.

იქნებ დროა ახალი და დამსახურებული სტიგმა შემოვიტანოთ - „შვეიცარიული, ან ზოგადად - ევროპული დემოკრატია“, როდესაც ბიძინა ივანიშვილის Credit suisse-თან დავების გაშუქებას პირდაპირ უკრძალავდნენ „თავისუფალ" დასავლურ მედიას „გლობალური ომის პარტიის“ მესვეურები; როდესაც მორიგი შვეიცარიული ბანკის Julius Baer-ის წინააღმდეგ ბიძინა ივანიშვილის ახალი დავის გაშუქებასთან დაკავშირებით, კვლავ პრობლემები ექმნება ამ „დემოკრატიის" ეტალონად აღიარებული „დამოუკიდებელი“ სახელმწიფოს „თავისუფალ“ მედიას.

კვლავინდებურად „დიფ სთეითის“ ტყვეობაში მყოფი უცხოური მედია ჯერ-ჯერობით უარს ამბობს Julius Baer-ის წინააღმდეგ არსებული ინფორმაციის გამოქვეყნებაზე. ჩვენ თვალწინ იმსხვრევა მითი ევროპულ დამოუკიდებლობასა და დემოკრატიულობაზე, იმსხვრევა ლეგენდა ადამიანის უფლებების დაცვის კონვენციის მიმართ პატივისცემასა და უზენაესობაზე. საქართველოს ერთ გავლენიან და პატივსაცემ ადამიანს სჯიან საკუთარი ქვეყნის მიმართ სიყვარულისა და მასში მშვიდობის შენარჩუნების ურყევი მზაობის გამო. „დიფ სთეითის“ მიერ ერთ დიდ მონათმფლობელურ პლანტაციად გადაქცეულ ევროპას კი კვლავ ჩვენი მისწრაფების მთავარ მიზნად აღქმას გვაიძულებენ“, - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი