გია აბაშიძე: საქართველოში გადატრიალების მოსურნეებს „მადა“ მაქსიმალურად შეეზღუდათ - ტრამპის ადმინისტრაცია USAID-ის მუშაობის ახალ პოლიტიკას აწესებს: „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“, დასავლურ დოტაციაზე მყოფ ნაცრადიკალებს „მოგუდული გლოვა“ აქვთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
379 27 იანვარი 2025, 12:55

საქართველოში გადატრიალების მოსურნეებს „მადა“ მაქსიმალურად შეეზღუდათ - ტრამპის ადმინისტრაცია USAID-ის მუშაობის ახალ პოლიტიკას აწესებს: „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, დასავლეთის დაფინანსებაზე მყოფ „ნაცრადიკალებს“ ჯერ მხოლოდ „მოგუდული“ გლოვა აქვთ, რადგან არასამთავრობოების დაფინანსება მინიმუმამდე დაიკლებს, ბევრ შემთხვევაში კი გაქრება.

„საქართველოში გადატრიალების მოსურნეებს „მადა“ მაქსიმალურად შეეზღუდათ - ტრამპის ადმინისტრაცია USAID-ის მუშაობის ახალ პოლიტიკას აწესებს: „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“. დასავლურ დოტაციაზე მყოფ ნაცრადიკალებს ჯერჯერობით მოგუდული გლოვა აქვთ, რადგან ე.წ. „მაიდანისთვის“ უსამშობლო ფსევდო-არასამთავრობოებისთვის დაფინანსება მინიმუმამდე იქნება, ბევრ შემთხვევაში გაქრება.

თეთრმა სახლმა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთვის (USAID), რომელიც სხვადასხვა ქვეყნისთვის ეკონომიკური დახმარების გადანაწილებით არის დაკავებული, მუშაობის პრინციპების კარდინალური ტრანსფორმაციის განკარგულება გამოსცა.

ამიერიდან სააგენტო პრინციპით „ამერიკა პირველ ყოვლისა“ უნდა ხელმძღვანელობდეს. იმ თანამშრომლების წინააღმდეგ, რომლებიც ახალი ადმინისტრაციის მოთხოვნების შესრულებაზე უარს იტყვიან, დისციპლინარული ზომები გატარდება.

USAID-მა, თავის მხრივ, თავის პარტნიორებსა და კონტრაქტორებს გაუგზავნა წერილი, რომლის მიხედვით, მათ დაუყოვნებლივ უნდა გამოსცენ ბრძანებები მუშაობის შეწყვეტის შესახებ და არსებული კონტრაქტები შეცვალონ ან შეაჩერონ“, - წერს გია აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი