სალომე ზურაბიშვილი - დიპლომატიური პასპორტების მქონეთათვის უვიზო რეჟიმის შეჩერება უცხოური აგენტების კანონზე საპასუხოდ უჩვეულოა, დაივიწყეთ ძველი კანონები, მოუწოდეთ ახალი არჩევნებისკენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
353 28 იანვარი 2025, 11:27
დაივიწყეთ ძველი კანონები, მოუწოდეთ ახალი არჩევნებისკენ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ზურაბიშვილი აცხადებს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე საპასუხოდ დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების გადაწყვეტილება უჩვეულოა.

„ევროკავშირის გადაწყვეტილება დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების თაობაზე უცხოური აგენტების კანონზე საპასუხოდ, გარკვეულწილად, უჩვეულოა. მას შემდეგ საქართველომ უარესიც გადაიტანა: მოპარული არჩევნები, ევროპული გზის შეჩერება, მასობრივი პროტესტი, ძალადობრივი რეპრესიები. დაივიწყეთ ძველი კანონები, მოუწოდეთ ახალი არჩევნებისკენ!“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გუშინ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, ოფიციალური პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება უკავშირდება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ და „ოჯახური ღირებულებების დაცვის“ კანონების მიღებას, ასევე ძალადობრივ რეპრესიებს.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი