ზურაბ ქადაგიძე: საჭიროა 2008 წლის მოვლენების გამოძიება და ჭეშმარიტების დადგენა - ვინ მოითბო ხელი საქართველოს ოკუპაციით და როგორ გაიყიდა ქვეყნის ეროვნული ინტერესები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
383 29 იანვარი 2025, 12:37

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე აშშ-ს ვიცე - პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის ინტერვიუს ეხმიანება, სადაც ვენსი უკრაინაში მიმდინარე ომსა და ომის დროს გამდიდრებულ მაღალჩინოსნებზე საუბრობს.

ექსპერტის თქმით, ჯეი დი ვენსის მიერ დასახელებული სქემით გამდიდრდა მიხეილ სააკაშვილი და მისი გარემოცვაც და სწორედ ამიტომ არის აუცილებელი 2008 წლის აგვისტოს ომის დეტალური გამოძიება.

„ანალოგიური სქემით გამდიდრდა სააკაშვილი და მისი გარემოცვა, განსაკუთრებით კეზერაშვილი.

ამიტომაცაა საჭირო 2008 წლის მოვლენების გამოძიება და ჭეშმარიტების დადგენა - ვინ მოითბო ხელი საქართველოს ოკუპაციით და როგორ გაიყიდა ქვეყნის ეროვნული ინტერესები.

საზოგადოებისთვის ცნობილი საერთაშორისო რეზოლუციები და დასკვნები, სადაც დეკლარირებულია სააკაშვილის ხელისუფლების დანაშაულები ზღვაში წვეთია იმ ბუნდოვანებით მოცულ გარიგებებსა და კოლაბორაციებში, სადაც იარაღით ვაჭრობიდან დაწყებული, გაგრძელებული სახელმწიფო ბიუჯეტის, ქართული ჯარის ხარჯების გამოყენებით და ჰუმანიტარული დახმარებების მიზნობრიობით დამთავრებული - გამოსაძიებელია!

ამიტომ არის აუცილებელი ქართული ნიურნბერგის პროცესი, სადაც სამაგალითოდ გასამართლდება ყველა სახელმწიფო დამნაშავე!“, - წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი