გია აბაშიძე USAID-ის გრანტებზე: პროექტების აღწერის ბუნდოვანება, USAID-ის სამარცხვინო დუმილი მიანიშნებს, რომ თანხები მოხმარდებოდა არა გაცხადებულ მიზნებს, არამედ ე.წ. "მაიდანს"
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
349 31 იანვარი 2025, 14:52

თუ ნაცრადიკალთა ფარისეველი დონორები მალავენ გამოყოფილი სახსრების ოდენობას, მათსავე ქვეყნებში ჰაკერები აქტიურობენ და ააშკარავებენ "დიფ სთეითის" მზაკვრობას. აშშ-ში ერთ-ერთი საიტი გატეხეს, საიდანაც ცნობილი გახდა USAID-ის გრანტების სიაც საქართველოში, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, პროექტების აღწერის ბუნდოვანება და USAID-ის სამარცხვინო დუმილი მიანიშნებს, რომ თანხები მოხმარდებოდა არა გაცხადებულ მიზნებს, არამედ ე.წ. "მაიდანს", რაც თბილისის ქმედებებით და ვაშინგტონიდან ფინანსების გაყინვით, ვერ შედგება.

„თუ ნაცრადიკალთა ფარისეველი დონორები მალავენ გამოყოფილი სახსრების ოდენობას, მათსავე ქვეყნებში ჰაკერები აქტიურობენ და ააშკარავებენ "დიფ სთეითის" მზაკვრობას. აშშ-ში ერთ-ერთი საიტი გატეხეს, საიდანაც ცნობილი გახდა USAID-ის გრანტების სიაც საქართველოში. ირკვევა, რომ ამერიკის განვითარების საერთაშორისო სააგენტომ 30 მილიონი დოლარი გამოყო 3 პროგრამისთვის - "სამართლის უზენაესობა" ($20+ მილიონი); "მედიის გაძლიერება" ($6+ მილიონი); "სამოქალაქო განათლება" ($3,55 მილიონი). ყურადსაღებია, რომ გამომზეურებულ დოკუმენტებში არაა დაკონკრეტებული თუ რა აქტივობებისთვის დაიხარჯება და რამდენად მოემსახურება გაცხადებულ მიზნებს ამერიკის გადასახადის გადამხდელთა დიდძალი თანხები საქართველოში. რასაკვირველია, USAID-ის ერთ-ერთი აქაური კონსულტანტი, "ნაცების" მეხოტბე გიორგი ჩხეიძე კომენტარს არ და ვერ აკეთებს, რადგან პატრონებმა ასე უბრძანეს. კიდევ ერთხელ დადასტურდა თუ რა უმნიშვნელოვანესი იყო გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება და კიდევ უფრო ნათელია თუ რატომაა ამაზე ისტერია შინ თუ გარეთ უზნეო პერსონაჟებისგან. პროექტების აღწერის ბუნდოვანება, USAID-ის სამარცხვინო დუმილი მიანიშნებს, რომ თანხები მოხმარდებოდა არა გაცხადებულ მიზნებს, არამედ ე.წ. "მაიდანს", რაც თბილისის ქმედებებით და ვაშინგტონიდან ფინანსების გაყინვით, ვერ შედგება. ქართველი ერის ერთიანობა, სიმტკიცე და მედეგობა არანაირად დაუშვებს გარედან დაფინანსებულ ე.წ. რევოლუციას. ნაცრადიკალთა ერთადერთი მილევადი რესურსია ქუჩაში ყვირილი, კლოუნებად ქცეული შემოქმედებითი ე.წ. ელიტის კიდევ უფრო თვითგაბანძებითი ეპატაჟი და რაც შეიძლება მეტი შლეგის ალქაჯობა ღია ცის ქვეშ. ეგეც დასრულდება "ნეოშულავერის" უსამშობლო "კომიტეტჩიკების" სავალალოდ,“- წერს გია აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი