თამთა მეგრელიშვილი: ტაივანიდან დაფინანსებული თინა ხიდაშელის თანამშრომელი მიადგა ალუდა ღუდუშაურს - ევროპა არ გსურთო. ეს ქალბატონი და მისთანანი იყვნენ გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგნი, რადგან აღებულ გრანტებს პოლიტიკური მიზნით იყენებდნენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
336 01 თებერვალი 2025, 12:36

ტაივანიდან დაფინანსებული თინა ხიდაშელის „Civil idea“-ს თანამშრომელი არასამთავრობო სექტორში არსებული იდენტური პოლიტიკური ნარატივით მიადგა ალუდა ღუდუშაურს - „თქვენ ევროპა არ გსურთო!“, „აი, მე კი მსურსო!“. რა თქმა უნდა, ამ ქალბატონის ეს სიტყვები ძნელი დასაჯერებელია, - წერს „ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი, გავრცელებულ ვიდეოზე, სადაც ნაჩვენებია არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელ ნათია ქობალიას დაპირისპირება „ქართული ოცნების” დეპუტატ ალუდა ღუდუშაურთან.

მეგრელიშვილის განცხადებით, სწორედ არასამთავრობოების წარმომადგენლები ეწინააღმდეგებოდნენ გამჭვირვალობის კანონს, რადგან მათ ევროპელობა სხვაგვარად ესმით და მიღებულ გრანტებს პოლიტიკური მიზნით იყენებდნენ, გრანტიდან დიდ „ატკატებს” კი ევროპაში აგზავნიდნენ.

„ტაივანიდან დაფინანსებული თინა ხიდაშელის civil idea-ს თანამშრომელი არასამთავრობო სექტორში არსებული იდენტური პოლიტიკური ნარატივით მიადგა ალუდა ღუდუშაურს - „თქვენ ევროპა არ გსურთო!”, „აი, მე კი მსურსო!“. რა თქმა უნდა, ამ ქალბატონის ეს სიტყვები ძნელი დასაჯერებელია, რადგან ის და მისთანანი იყვნენ გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგნი რადგან აღებულ გრანტებს პოლიტიკური მიზნითა და შინაარსით იყენებდნენ და გრანტიდან დიდ „ატკატებს” პირდაპირ ევროპაში აგზავნიდნენ. კიდევ ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ესმით ამ ქალბატონსა და მისთანებს ევროპა და ევროპელობა, მაგრამ თავს შევიკავებ.

მინაწერი: ევროპა არ ნიშნავს პრინციპებს შორის დღეს იქ არსებულ ქაოსს, ევროპელობა არ არის უზნეობის პროპაგანდა და დაკანონებისათვის ბრძოლა, ევროპა და ევროპელობა არ არის გაუმჭვირვალობა და “ატკატებითა” და ლობიზმით ნაყიდი პოზიციები.

ევროპა სხვა იდეაა, სხვა მნიშვნელობაა, რომლის შინაარსი თავად ევროპამ დაკარგა და ჩვენ გაწევრიანების უცვლელი სურვილით, მაგრამ სიფრთხილით ვუყურებთ ამარჩევანის საკითხს“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი