დავით ჩიხელიძე ალუდა ღუდუშაურთან მივარდნაზე: აღნიშნული ცოლ-ქმარი სხვას მონას უწოდებს, თვითონ კი თინა ხიდაშელის ფრთებქვეშ მოკალათებულები საქართველოში ტაივანის ინტერესებს ატარებენ და ჩინურ ინვესტიციებს ებრძვიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
332 01 თებერვალი 2025, 12:52

ექსპერტი დავით ჩიხელიძე “ქართული ოცნების” წევრის, ალუდა ღუდუშაურის მიმართ განხორციელებულ თავდასხმას ეხმიანება.

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, ნათია ქობალია და მისი მეუღლე სხვას მონას უწოდებენ, თვითონ კი თინა ხიდაშელის ფრთებქვეშ მოკალათებულები, საქართველოში ტაივანის ინტერესებს ატარებენ და ჩინურ ინვესტიციებს ებრძვიან. მისივე თქმით, სწორედ ეს ცოლ-ქმარია მონის სახე, რომლებიც საკუთარი ქვეყნის წინსვლის შეფერხებისთვის ყველაფერს აკეთებენ.

"აეროპორტში, ალუდა ღუდუშაურს, ზომბირებული ქართველი ცოლ-ქმარი შეხვდა, რომლებმაც დაზუთხული ტექსტების კორიანტელი დააყენეს და შემდეგ გაუჩინარდნენ. რას ვიზამთ, როგორც იტყვიან ვირისგან წიხლი არ უნდა გვეწყინოს. როგორი პარადოქსია, აღნიშნული ცოლ-ქმარი სხვას მონას უწოდებს, თვითონ კი თინა ხიდაშელის ფრთებქვეშ მოკალათებულები საქართველოში ტაივანის ინტერესებს ატარებენ და ჩინურ ინვესტიციებს ებრძვიან, სწორედ ეს ცოლ-ქმარია მონის სახე, რომლებიც საკუთარი ქვეყნის წინსვლის შეფერხებისთვის ყველაფერს აკეთებენ, ქალბატონი, მაგრამ ზომბირებული ნათია ქობალია ვიდეოს ბოლოს ამბობს, მე ევროპა მინდაო, რა უცნაურია, ტაივანის ინტერესების გამტარებელი ევროპისკენ რომ ისწრაფვის. ქალბატონო ნათია, ჯიბეში ტაივანური დოლარით, ევროპაში შესვლა გაგიჭირდებათ! ზოგადად აეროპორტში თუ ქუჩაში დახვედრები და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება უაღრესად ამაზრზენი საქციელია და არა გამოხატვის თავისუფლება, სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია ევროკრეტინებმა პროტესტის გამოხატვის ცივილური გზები არ იციან! პ.ს. ნათია ქობალია იურისტია, რომელმაც წესით კარგად უნდა იცოდეს რა არის გამოხატვის თავისუფლება და რა არის სხვისი შეურაცხყოფა, მაგრამ როგორც ჩანს, ისეთივე იურისტია, როგორი პატრიოტიც", - წერს დავით ჩიხელიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი