თამარ ჩიბურდანიძე: „მოკალი ქოცი” პოლიტიკური ტერორიზმია და შეუძლებელია ერთი ან ორი პირის მიერ იყოს მოფიქრებული. ამას ვერავინ გაბედავდა, ლიდერებთან და უცხოელ ლობისტებთან შეთანხმების გარეშე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
324 01 თებერვალი 2025, 16:22

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე მეტროში გაკეთებულ ფაშისტურ წარწერას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ქოცი” ოპოზიციის შეფასებით, არა მარტო ოცნების წარმომადგენლები, არამედ, მათი მხარდამჭერებიც არიან. “მოკალი ქოცი” სწორედ ხელისუფლების მხარდამჭერთა ტოტალურ დაშინებაზე და ძალადობაზეა გათვლილი“ - წერს ექსპერტი სოციალურ ქსელში და აღნიშნავს, რომ ეს ფაქტი პოლიტიკური ტერორიზმია, რომელსაც უცხოელ პატრონებთან შეუთანხმებლად ვერავინ გაბედავდა.

მისი თქმით, რადგანაც მაიდანი ჩავარდა, ახლა რადიკალებს ახალი სტრატეგია აქვთ, რაც პირდაპირ სისხლიან დაპირისპირებას გულისხმობს. ექსპერტი განმარტავს, რომ მსგავსი მოწოდებები საზოგადოებისთვის საშიშია, რადგან შესაძლოა ფსიქიკურად გაუწონასწორებელი, მითუმეტეს პოლიტიკურად ანგაჟირებული პიროვნება წაახალისოს და ვითარება ფატალური შედეგით დასრულდეს.

„თუკი ამერიკასა და სლოვაკეთში ტერაქტები პოლიტიკურ ლიდერებს მოუწყვეს, საქართველოში უფრო შორს წავიდნენ და მასობრივი ტერაქტი გამოაცხადეს. „ქოცი” ოპოზიციის შეფასებით, არა მარტო ოცნების წარმომადგენლები, არამედ, მათი მხარდამჭერებიც არიან. „მოკალი ქოცი” სწორედ ხელისუფლების მხარდამჭერთა ტოტალურ დაშინებაზე და ძალადობაზეა გათვლილი. ეს პოლიტიკური ტერორიზმია და შეუძლებელია ერთი ან ორი პირის მიერ იყოს მოფიქრებული. ამას ვერავინ გაბედავდა ლიდერებთან შეთანხმების გარეშე. ლიდერები კი უცხოელი პატრონების ნებართვის გარეშე.

„მაიდანი” ჩავარდა და ახლა ფიქრობენ, რით შეიძლება ჩაანაცვლონ ძალადობა და მოიფიქრეს აქცია, რომელიც პირდაპირ სისხლიან ძალადობაზეა გათვლილი. ოპოზიცია და მათი ლობისტები ამ ქუჩის მეამბოხე აქციებს დღემდე მშვიდობიან აქციად ნათლავდნენ, ახლა უკვე ვეღარ ან აღარ მალავენ საკუთარ აგრესიას.

სუიციდის მსგავსად, ტერორისტული მოწოდებაც ძალზედ სახიფათოა საზოგადოებისთვის, რადგან მისი მიმღებლობა ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ხალხისთვის დიდია, მითუმეტეს, პოლიტიკურად ანგაჟირებადი მოქალაქეებისთვის.

მივესალმებით შსს-ს მიერ ამ ფაქტზე გამოძიების დაწყებას. ვიმედოვნებთ, რომ ოპოზიციის მხრიდან მასობრივი პოლიტიკური ტერორიზმის მცდელობა სრულად იქნება აღკვეთილი,“- წერს თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი