შალვა პაპუაშვილი უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ 2022 წელს მიღებულ რეზოლუციაზე: სამი წლის გადმოსახედიდან, ყველა, ვინც ამ რეზოლუციას აკრიტიკებდა, დღეს პოტენციურად ან დატირებული იქნებოდა, ან დამტირებელი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
369 01 თებერვალი 2025, 16:46

სამი წლის გადმოსახედიდან, ყველა, ვინც ამ რეზოლუციას აკრიტიკებდა და მომდევნო კვირებში საკუთარი მთავრობის საწინააღმდეგო აქციებს მართავდა, უკრაინაში მოხალისეების გაგზავნასა და რუსეთზე ორმხრივი სანქციების დაწესებას მოითხოვდა, დღეს პოტენციურად ან დატირებული იქნებოდა, ან დამტირებელი, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ საქართველოს პარლამენტის მიერ 2022 წლის 1 თებერვალს მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით.

როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, რეზოლუციას რადიკალურმა ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა, იმ მიზეზით, რომ ის რუსეთის მიმართ საკმარისად აგრესიული არ იყო.

„ზუსტად 3 წლის წინ, 2022 წლის 1 თებერვალს, ომამდე თითქმის ერთი თვით ადრე, საქართველოს პარლამენტმა მიიღო „რეზოლუცია უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ“.

რეზოლუციის მთავარი არსი უკრაინის მიმართ სოლიდარობის გამოხატვა, მისი სუვერენიტეტის პატივისცემის ხაზგასმა და, ყველაზე მთავარი, ომის არდაშვებისკენ მოწოდება იყო.

რეზოლუციას რადიკალურმა ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა, იმ მიზეზით, რომ ის რუსეთის მიმართ საკმარისად აგრესიული არ იყო.

ამ დღეებში ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ასეთი ხალხის პოზიცია, რომლებიც ომის მოსალოდნელ კატასტროფულ შედეგებს პროპაგანდისტულად არბილებდნენ და მალავდნენ, შეაფასა, როგორც არაკეთილსინდისიერი.
ქართული რეალობისთვის კი ამგვარი პოზიცია ღალატს უდრიდა. სამი წლის გადმოსახედიდან, ყველა, ვინც ამ რეზოლუციას აკრიტიკებდა და მომდევნო კვირებში საკუთარი მთავრობის საწინააღმდეგო აქციებს მართავდა, უკრაინაში მოხალისეების გაგზავნასა და რუსეთზე ორმხრივი სანქციების დაწესებას მოითხოვდა, დღეს პოტენციურად ან დატირებული იქნებოდა, ან დამტირებელი.

დრომ დაადასტურა, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას ალტერნატივა არ ჰქონდა და იგი ეროვნული ინტერესებით და გეოპოლიტიკის სწორი შეფასებით იყო ნაკარნახევი“, - წერს იგი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი